სირცხვილის კორიდორი არა ამომრჩევლისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის ეწყობა, რომლებიც არჩევნების გაყალბებაში იყვნენ ჩართული - ლევან ბეჟაშვილი
პოლიტიკა - 16:44, 16 Nov, 2020     953
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა გადაცემა "დღის კურიერში" სირცხვილის კორიდორის მოწყობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ის არა ამომრჩევლისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის ეწყობა, რომლებიც არჩევნების გაყალბებაში იყვნენ ჩართული. მისი განცხადებით, ასეთ პირებს არჩევნებზე მოჰყავდა ამომრჩეველი და მათთვის სასურველ პარტიასა და კანდიდატს ახაზვინებდნენ:

"სირცხვილის კორიდორი უნდა მოვუწყოთ იმ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს, რომლებმაც გააყალბეს არჩევნები, ჩვენ პატივს ვცემთ ამომრჩეველს. სირცხვილის კორიდორი უნდა მოვუწყოთ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც აქტიურად ჩართული იყვნენ ზეწოლებში და ყურით მოჰყავდათ ამომრჩეველი და ძალით ახაზინებდნენ. მოქალაქეების მიმართ არ მოხდება, ჩვენ პატივს ვცემთ ამომრჩევლის ნებას.

თითოეულ სოფელში, თითოეულ უბანში, ყველამ კარგად ვიცით ვინ იყო ჩართული გაყალბების პროცესში, იქნებოდა ეს სოფლის რწმუნებული, გამგეობის თანამშრომელი, ის ადამიანები, რომლებიც განათლების რესურსცენტრიდან ზეწოლას ახდენდნენ მასწავლებლებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. პროტესტის გამოხატვა და დამისამართება ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, მათ შორის რიგითმა მოქალაქეებმაც, რომ ეს სირცხვილის კორიდორი უკავშირდება იმ გამყალბებლებს, რომლებმაც 31 ოქტომბერს საქართველოს არჩევნები მოპარეს," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმში გამართულ აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ვარშალომიძემ გააჟღერა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე მისულ ამომრჩევლებს სირცხვილის კორიდორი უნდა მოუწყონ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42