ჩვენი კომისიის წევრები არ იქნებიან კომისიებში და ქართულ ოცნებას მარტო მოუწევს ამ ე.წ მეორე ტურების ფორმალურად ჩატარება - კაპანაძე
პოლიტიკა - 15:03, 16 Nov, 2020     605

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, ევროპულმა საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმ 17 ოლქში, სადაც ტარდება მეორე ტურები, გამოიხმოს კომისიის წევრები, ჯამში 1922 კომისიის წევრი.

კაპანაძის თქმით, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული იმისკენ, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე იყოს არალეგიტიმური და ქართულ ოცმებას მოუწევს, რომ ე.წ მეორე ტურები ფორმალურად ჩაატაროს.

„ჩვენ ვნახეთ როგორ პირობებში ჩაატარა ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილის ხელისუფლებამ ეს არჩევნები, ვნახეთ დაშინება, მოსყიდვა, ოქმების გაყალბება, ვნახეთ გაყალბებული ხელმოწერები და ვნახეთ, რომ არცერთი მოთხოვნა უბნების გადათვლასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა არც საოლქომ, არც ცესკომ და არც სასამართლოებმა, დღეს სასამართლომ კიდევ ერთი წერტილი დასვა ამ გასაჩივრების პროცედურაზე.

აქედან გამომდინარე, ჩვენ, ევროპული საქართველო კიდევ ერთხელ ვიმეორებთ იმ გაცხადებულ პოზიციას, რომელიც აქვს ოპოზიციას, რომ არ ვაპირებთ, რომ პარლამენტში შევიდეთ და მონაწილეობა მივიღოთ მეორე ტურებში.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ 17 ოქლში, სადაც ტარდება მეორე ტურები, გამოვიხმოთ ჩვენი კომისიის წევრები, ჯამში ევროპული საქართველოს 1922 კომისიის წევრი აღარ იქნება კომისიებში მეორე ტურის დროს.

ამას ვაკეთებთ იმის გამო, რომ არამარტო პარლამენტში დარჩეს მარტო ქართული ოცნება, არამედ ქართული ოცნების საარჩევნო კომისიის წევრებიც მარტო იყვენ მეორე ტურის დროს და რაც უნდათ ის გადაწერონ და რაც უნდათ ის გააყალბონ და რაც უნდათ ის დახატონ ამ ოქმებზე, ჩვენი წარმომადგენლები იქ არ იქნებიან.

ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული იმისკენ, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე იყოს არალეგიტიმური, რადგანაც ეს გზა აარჩია ივანიშვილმა. ამაზე კარგად მეტყველებს ის შეფასებებიც, რომლებიც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეებში და განსაკუთრებით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დღევანდელი შეფასება, სადაც საუბარია იმაზე, რომ არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა ის სტანდარტები, რომლებიც არჩევნებს უნდა ახლდეს, რაც კონსტიტუციაში და ახალ საარჩევნო კოდექსში არის გაწერილი.

ამიტომ, ჩვენი კომისიის წევრები არ იქნებიან კომისიებში და ქართულ ოცნებას მარტო მოუწევს ამ ე.წ მეორე ტურების ფორმალურად ჩატარება.“- განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42