რაც მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი ჩვენი პარტნიორებისათვის, მით უფრო კრიტიკული იქნება საერთაშორისო აზრი ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ - ბაქრაძე
პოლიტიკა - 15:02, 16 Nov, 2020     578

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის შუალედური ანგარიშს ეხმაურება 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

ბაქრაძის თქმით, ამ ანგარიშის დასკვნაა, რომ არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა აუცილებელი სტანდარტები და როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, ამ ანგარიშის შინაარსიც და დასკვნაც უმძიმესია.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ რაც მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი საერთაშორისო პარტნიორებისათვის, მით უფრო კრიტიკული იქნება საერთაშორისო აზრი ივანიშვილის მმართველობის წინააღმდეგ.

„ამ ანგარიშის მთავარი დასკვნაა, რომ საპარლამენტო არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა აუცილებელი სტანდარტები. ეს არის უმძიმესი შეფასება და თვითონ დასკვნაც, შინაარსიც არის უმძიმესი და ნათლად მიანიშნებს იმ ცვლილებაზე, რომელიც ჩვენი პარტნიორების პოზიციაში ხდება დროთა განმავლობაში, ვინაიდან, საწყისი შეფასებების შემდეგ, რომელიც გაკეთდა მხოლოდ არჩევნების დღის ზედაპირული მონიტორინგით იმ ძალიან შეზღუდული რაოდენობის მისიებით, რაც ჩამოვიდა აქ კოვიდპანდემიის გამო, პოზიციები იცვლება, ჩვენ პარტნიორებს ყოველდღიურად მეტი და მეტი ინფორმაცია აქვთ იმ დარღვევებზე, რომლებიც მოხდა წინასაარჩევნო პერიოდშიც და არჩევნების დღესაც და სწორედ მეტი და ობიექტური ინფორმაციის ასახვა არის ეს ანგარიში და მასში დაფიქსირებული უმძიმესი პრობლემები თავისი უმძიმესი შეფასებით და დასკვნით, რომელიც მოვისმინეთ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისგან.

ეს დარწმუნებული ვარ არ იქნება ბოლო ასეთი ტიპის დასკვნა და რაც უფრო მეტი დრო გავა, რაც უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი ჩვენი პარტნიორებისათვის, მით უფრო კრიტიკული იქნება საერთაშორისო აზრი ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ და მით უფრო კარგად გამოჩნდება რამდენად დააზიანა საქართველოს ინტერესები ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბებით.“ - განაცხადა ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42