ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე დაკმაყოფილებულ შუამდგომლობათა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება - DRI
პოლიტიკა - 12:34, 16 Nov, 2020     729

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც შეფასებულია, როგორც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მანდატი ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას, ასევე, ამ დროს არსებული რისკები და გამოწვევები.

ანგარიშს გთავაზობთ უცვლელად:

„საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს და იცავს ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს. ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას, არსებობს ამ უფლებებში არამართლზომიერი ჩარევის რისკი. ამიტომ, აუცილებელია, მოსამართლემ კრიტიკულად შეაფასოს როგორც საგამოძიებო ინტერესი, ასევე, კონკრეტული პირის პირადი ცხოვრების უფლების მნიშვნელობა და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს დააკმაყოფილოს საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობა. სტატისტიკის მიხედვით, თითქმის ყოველწლიურად იზრდება სასამართლოში მიმართვიანობის და დაკმაყოფილებულ შუამდგომლობათა რაოდენობა, რაც სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის არარსებობის პირობებში, ქმნის ადამიანის პირად სივრცეში არამართლზომიერი ჩარევის საფრთხეს. მაგალითად, 2015 წელს სასამართლოში ფარულ სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით წარდგენილი 362 შუამდგომლობიდან, 61 არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2019 წელს 1037 განხილული შუამდგომლობიდან, მხოლოდ 133 არ დაკმაყოფილდა.[1]

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზები და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში ყოფნა, აუცილებელს ხდის სააგენტოს საქმიანობის ეფექტიან ზედამხედველობას.

სწორედ ამიტომ, ანგარიშში განხილულია სახელმწიფო ინსპექტირის სამსახურის უფლებამოსილება, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ ფარულ საგამოძიებო მოქმედებების კონტროლია, თუმცა აღნიშნულის ეფექტიანად განხორციელება სათუოა. პირველ რიგში, სააგენტოს საქმიანობაზე არასათანადო კონტროლი, შესაძლოა, განპირობებული იყოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფართო უფლებამოსილებით (ის ასევე ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლს და საგამოძიებო მოქმედებებს). გარდა ამისა, სამსახურს არ აქვს მინიჭებული მთელ რიგ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობის სათანადო მექანიზმები. ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილებით ინტერესთა კონფლიქტსაც იწვევს.

ანგარიშში ასევე განხილულია ზედამხედველი მოსამართლის მანდატი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე საქმეებზე წარმოებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ზედამხედველობას ახორციელებს. თუმცა მისი მანდატი იმდენად ვიწროა, რომ ზედამხედველობის მიღმა რჩება მთელი რიგი ფარული საგამოძიებო მოქმედების სახეები.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების ხედვებსა და საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ თავისი მანდატის განხორციელებისას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევისაგან თავის არიდების მიზნით, მნიშვნელოვანია აღმოიფხვრას კანონმდებლობაში არსებული პრობლემები, გამყარდეს ზედამხედველობის მექანიზმები და სასამართლომ მხოლოდ ობიექტური გზით დადგენილი საჭიროების შემთხვევაში მიიღოს განჩინება - ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ“, - ვკითხულობთ ანგარიშში.


[1] საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდი, http://www.supremecourt.ge/farulebi





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42