ჩემი ავადმყოფობის მოკლე ისტორია - ამ სათაურით სოციალურ ქსელში მეუფე ნიკოლოზი სტატუსს აქვეყნებს
მეუფე საზოგადოებას კოვიდით ინფიცირების ისტორიას უყვება, რომელზედაც, როგორც თავად ამბობს ლექსიც დაწერა.
"ყველას გმადლობთ ლოცვისა და კეთილი სურვილებისათვის!
პირველი სიმპტომები შაბათს, 31.10 გამომაჩნდა. თავიდან უბრალო გაცივება მეგონა, მაგრამ შემდეგ დავკარგე ყნოსვა და გემო, მიჭირდა გამოღვიძება და ცხვირში და ყელში ამოსუნქვისას სიმხურვალეს ვგრძნობდი. პირველი pcr ანალიზი, რომელმაც ვირუსი დამიდასტურა, ოთხშაბათს, 4.11 გავიკეთე. კვირის ბოლოს ავადმყოფობამ უკან დაიხია. თვითიზოლაციაში 2 კვირა გავატარე და გუშინ, შაბათს, 14.11 ჯერ სწრაფმა ტესტმა, ხოლო, მოგვიანებით pcr უარყოფითი პასუხი აჩვენა, ანუ ვირუსი აღარ მაქვს. ამ მიზეზის გამო მცირე ლექსიც კი შევთხზი:
აღარ მაშინებს ვირუსი:
pcr მაქვს მინუსი" - წერს მეუფე ნიკოლოზი.
მასალის გამოყენების პირობები






