საერთოდ საქმის კურსშია კალაძე რაზე საუბრობს? მე მგონია, რომ არ არის კომპეტენტური გვესაუბროს, მის სიტყვას ნული ფასი აქვს - ნიკა მელია კალაძეს პასუხობს
პოლიტიკა - 18:48, 14 Nov, 2020     2428

ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშიას ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია კახა კალაძის განცხადებებს პასუხობს.

საუბარია კალაძის განცხადებასთან, იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციამ უარი თქვა ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე. როგორც ნიკა მელიამ ამბობს, ოპოზიციის მოთხოვნა ძალაში რჩება - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და განხორციელდეს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში.

"საერთოდ არის საქმის კურსში ბატონი კალაძე რაზე საუბრობს? მე მგონია, რომ არ არის კომპეტენტური ადამიანი გვესაუბროს. მის სიტყვას აქვს ნული ფასი. არ ვაპირებ კალაძის გაკეთებულ კომენტარზე კომენტარი ვაკეთო. ადამიანი არ არის საერთოდ იმ პოზიციაში, რომ საზოგადოებისთვის დამაჯერებელი განცხადება გააკეთოს. რაც შეეხება ჩვენ მოთხოვნებს, კარგად იცით, რა არის ჩვენი მოთხოვნა - ახალი არჩევნები, ცესკოს დაკომპლექტება იმგვარად, რომ ნდობა გაჩნდეს საზოგადოებაში და საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებები. არ მიყვარს პერსონალური თავდასხმები, მაგრამ კალაძე არის ღრმად არასერიოზული, ინტელექტისგან და სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან დაცლილი ადამიანი, რომელიც კლასიკურად არის პერსონიფიკაცია მედროვეობის, ადამიანი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს საზოგადოებას უპირისპირდებოდა. ბატონი კალაძე აქციის დარბევის შემდეგ 2007 წლის 7 ნოემბერს ერთვებოდა მილანიდან და აკრიტიკებდა მაშინდელ ოპოზიციას და საზოგადოებას, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი. ახლა ეს ადამიანი არის რეჟიმის წარმომადგენელი და აკეთებს იგივეს, ოღონდ უკვე სხვა ამპლუით. ეს ბატონი არაფერს წარმოადგენს",- განაცხადა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42