"არაერთხელ მოგვიწევს შეკრება" - რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია საქართველოს ჰიმნით დასრულდა
პოლიტიკა - 17:57, 14 Nov, 2020     859
გაყალბებული არჩევნების გამო გაბრაზებული ხალხის პროტესტი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
დღეს კი რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია საქართველოს ჰიმნით დასრულდა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ დემონსტრანტებს მხარადჭერისთვის მადლობა გადაუხადა:



"დიდი მადლობა ეროვნულ სამსახურში ყოფნისთვის, ეროვნულ სამსახურში გამოცხადებისთვის, ეს ბრძოლა არავითარ შემთხვევაში არ არის დამღლელი არც ერთი ჩვენგანისთვის, მაგრამ ეს ბრძოლა არის სტრატეგიული, არის ტაქტიკური და ბუნებრივია, მოგვიწევს არაერთხელ შეკრება, სხვადასხვა ფორმატში და არამხოლოდ რუსთაველის გამზირი იქნება ეს შეკრების ადგილი.

ბევრი თქვენგანი სხვადასხვა ქალაქიდან ხართ ჩამოსული და უნდა დაუბრუნდეთ 10 საათამდე, ე.წ კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, მაგრამ ამ დღეებში, ხვალ, ზეგ, ჩვენ შეგატყობინებთ [მომდევნო აქციის] ზუსტ თარიღს, იქნება ეს 17 თუ 18 ნოემბერი, დღე, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის საქართველოში, მასთან ერთად იქნება მსოფლიო საერთაშორისო მედია წარმოდგენილი და მნიშვნელოვანია, რომ თავყრილობა ცნობილი გახდეს მთელი მსოფლიოსთვის

ამიტომ, ჩვენ გვჭირდება, ვიცოდეთ ზუსტი თარიღი და ზუსტი საათი, ხვალ-ზეგ ამის თაობაზე ვიქნებით ინფორმირებულები და შეგატყობინებთ" - მიმართა დემონსტრანტებს ნიკა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42