მდუმარე პროტესტი, ცოცხალი ჯაჭვი, აქცია პარლამენტის შეკრებისას – ოპოზიციის გეგმები დასახელდა
პოლიტიკა - 17:44, 14 Nov, 2020     1331
ოპოზიციამ გაბრაზებულ ამომრჩეველს, რომელიც თვლის, რომ ივანიშვილმა არჩევანი მოპარა, მომავალი დღეების სამოქმედო გეგმა გააცნო და სამი საპროტესტო აქცია დააანონსა.

დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ჩამოსვლის დღეს ოპოზიცია მდუმარე აქციას „გაყალბებულია“ გამართავს.

აქცია გაიმართება პარლამენტის ერთპარტიული შეკრების დროსაც.

ოპოზიციის შემდეგი აქცია "თვითგამოცხადებული მეორე ტურის დღეს", 21 ნოემბერს გაიმართება. დემონსტრანტები ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.


"ხშირად გვსაყვედურობენ, რა არის ჩვენი გეგმა. ჩვენი გეგმა არის გამძლეობა, მაგრამ უფრო კონკრეტულ გეგმასაც გეტყვით.

იცით, რომ 17-18 ნოემბერს საქართველოს ეწვევა ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. ჩვენ ყველანი მივესალმებით მას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ჩვენი მთავარი თავისუფლების გარანტი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენელს. ჩვენ ვანახებთ მთელ მსოფლიოს, იმიტომ, რომ ამ დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება იქნება საქართველოსკენ.

ვანახებთ ჩვენს მდუმარე პროტესტს. დავაფენთ სტიკერებს, სადაც ეწერება "გაყალბებულია" და რუსთაველის პირველიდან ჭავჭავაძის გამზირის პირველამდე მთელი ცენტრალური პროსპექტები, მოფენილი იქნება ამ სტიკერებით, დავაფენთ, დავდგებით ზედ და ვიტყვით, გაყალბებულია, გაყალბებულია და ამ სიყალბეს არ მივიღებთ.

ხშირად ამბობენ, იმასთან არ დავდგები, ამასთან არ დავდგები, ორი მეტრი იქნება თითოეულ ადამიანს შორის დისტანცია, შეიძლება გვერდზე ისეთი მეზობელი ან ისეთი პარტია იყოს, რომელიც არ გიყვარს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, გამოდი, თუ თვლი, რომ გაყალბებულია, მნიშვნელობა არ აქვს, გვერდზე ვინ დგას, იმიტომ, რომ ისიც თვლის, რომ გაყალბებულია, იმასაც უნდა თავისუფალი არჩევნები, ისიც ამ ქვეყნის მოქალაქეა, ისიც გრძნობს, რომ თავისუფალი არჩევნების გარეშე არ იქნება არც წინსვლა, არც გამარჯვება, არც კეთილდღეობა და არც მშვიდობა.

გვერდზე აღარ უნდა ვიყუროთ, ერთი გეზი გვაქვს და უნდა ვიყუროთ წინ. ეს აქცია იქნება უმნიშვნელოვანესი სიგნალი მთელი მსოფლიოს მიმართ, რომ ჩვენ, ქართველი ხალხი, არ შევეგუებით სიყალბეს და არასდროს დავუჩოქებთ ოლიგარქს" - თქვა გიგი უგულავამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42