"ნებისმიერმა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, რომელ პოლიტიკურ ძალასაც არ უნდა წარმოადგენდეს ის, კარგად უნდა იცოდეს, რომ თუ ახლა ბიძინა ივანიშვილთან ფლირტაობას გაბედავს, მას ხალხი პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრის" - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა პარლამენტთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, არასდროს ამ ადამიანებს პოლიტიკაში დაბრუნების უფლება არ უნდა ჰქონდეთ, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი.
"მგონია, რომ ერთგვარი ჯაჭვია, თქვენი მძევლები უნდა იყვნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სწორედ იმიტომ, რომ თქვენ თხოვთ ივანიშვილს ამ ერთობას, ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ხალხი პარლამენტში არ შევა. იმიტომ, რომ ეს ხალხი პარლამენტს ნიშნავს ბიძინა ივანიშვილს, კიდევ 4 წელი ხელისუფლებაში, ეს ნიშნავს მეტ გაყინულს, მეტ სასოწარკვეთილს, მეტ ემიგრაციაში წასულ ადამიანს, რაც არის გამორიცხული. ვინც თქვენი ცუდად ყოფნით საკუთარ კარგად ყოფნას უზრუნველყოფს , მას არაფრის უფლება არ უნდა ჰქონდეს" - თქვა ჟორჟოლიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






