"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ სიმართლე მათ მხარეს დგას.
როგორც მან რუსთაველზე შეკრებილებს სიტყვით გამოსვლისას მიმართა, მათ მხარეს არის პაუხისმგებლობა საქართველოს წინაშე.
"ერთად ვდაგავართ და ერთად ვიდგებით ბოლომდე, ამ ერთიანობით გავტეხავთ სიტუაციას და გავიმარჯვებთ ბოლომდე. ჩვენს მხარეს დგას სიმართლე, ჩვენს მხარეს დგახართ თქვენ, ხალხი, ჩვენს მხარეს დგას ერთიანობა, ჩვენს მხარეს არის ამ ქვეყნის მომავალი და რაც მთავარია, ჩვენ მხარეს არის პაუხისმგებლობა საქართველოს წინაშე.
საქართველოს წინაშე უპასუხისმგებლობაა გაყალბებული არჩევანით პარლამენტში შესვლა და კაბინეტების დაკავება. საქართველოს წინაშე პასუხისმგებლობაა ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ გაყალბების მანქანა, სიყალბის მანქანა და ამ ქვეყანას ჰქონდეს თავისუფალი, ღირსეული არჩევნები. ვინც გაიმარჯვებს ღირსეულ არჩევნებში, ის გაუძღვეს წინ ხალხს"- განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა.
მისივე თქმით, თითოეული ჩვენგანის მომავალს სჭირდება ქვეყნის სტაბილური განვითარება და წინსვლა.
"სტაბილურ განვითარებას და წინსვლას ვერასდროს მოიტანს გაყალბებული არჩევნები, ვერასდროს მოიტანს ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობის ნახევრის თვალში არის არალეგიტიმური და უკანონო. დიახ, დღეს საქართველო დგას უმძიმესი გამოწვევების წინაშე, ყველა ვხედავთ, როგორ შემოგვიტია პანდემიამ, რომელზეც ექვსი თვე გვარწმუნებდნენ, რომ დამარცხებული იყო და აღარ არსებობდა. ყველა ვგრძნობთ საკუთარ ოჯახზე, რა დღეშია საქართველოს ეკონომიკა, ჩამოქცეული და დანგრეულია ყველაფერი. ყველა ვხედავთ, რა დღეშია ქართული სახელმწიფო, ყველა ვხედავთ, რა ხდება ჩვენ გარშემო და როგორ იძლიერებს რუსეთი პოზიციებს.
რა არის აქედან გამოსავალი? სახლებში წავიდეთ და 4 წელი ამ ქვეყანას ჰყავდეს არალეგიტიმური მთავრობა, თამარ ჟანიას მანდატით? დავიქცევით, ხალხო, ორ წელიწადში, საერთოდ დავიქცევით და ქვეყანა აღარ გვექნება. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია, ახლა ვიბრძოლოთ, ახლა გადავტეხოთ, ახლა გავიმარჯვოთ და მომავალ წლებში წავიდეთ წინ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს...
”- დასძინა ევროპული საქართველოს ლიდერმა.
მასალის გამოყენების პირობები






