"არ ვაპირებთ ფუნდამენტური ცვლილების გარეშე,კომპრომისზე წასვლას... მოეგეთ გონს, შემდეგ დიალოგზე ხალხისთვის ადეკვატურ პასუხს ველი"- ვაშაძის მიმართვა ხელისუფლებას
პოლიტიკა - 16:31, 14 Nov, 2020     866
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში საარჩევნო უფლებები არ არსებობს.

ამასთან ოპოზიციონერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ოპოზიციის პოზიცია არის ერთიანი, მყარი და არც ერთი მათგანი არ აპირებს ფუნდამენტური ცვლილების გარეშე რაიმე კომპრომისზე წავიდეს. ~
მისივე განცხადებით, გიორგი ვაშაძის თქმით, ხელახალი არჩევნები აუცილებელ მოთხოვნად რჩება.

„მინდა ჩაგაბაროთ ორკვირიანი ანგარიში, თუ რას მივაღწიეთ: პირველი და მთავარი მიღწევა არის იქ, რომ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი გრძელდება, ამის მთავარი ამოსავალი წერტილი და ძალა ხართ თქვენ! ოპოზიციის პოზიცია არის ერთიანი, მყარი და არც ერთი ჩვენგანი არ აპირებს ფუნდამენტური ცვლილების გარეშე რაიმე კომპრომისზე წასვლას. ამისთვისაც მადლობა თქვენ, თქვენ გვამხნევებთ ამაში! ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების შუამავლობით ხელისუფლებას მოუწია კვლავ დიალოგის მაგიდასთან დამჯდარიყო, ამისთვის მადლობა თქვენ, თქვენ ხართ მთავარი მონაწილე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ბრძოლას.

ამ არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ქვეყნის და დემოკრატიის ფუნდამენტი საარჩევნო უფლებების თვალსაზრისით არ არსებობს ქვეყანაში. თუ საარჩევნო უფლება არ არსებობს ქვეყანაში, თუ მოქალაქეებს არ აქვთ შესაძლებლობა თვითონ გადაწყვიტონ საკუთარი ბედი, ის ქვეყანა განწირულია კრახისთვის.

ჩვენ აუცილებლად ვითხოვთ ახალ არჩევნებს, მაგრამ ამასთან ერთად ვითხოვთ სამართლიან, კანონის შესაბამის თავისუფალ არჩევნებს! სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას ვის ვანდობთ ჩვენ ბედს“,-განაცხადა ვაშაძემ და ბიძინა ივანიშვილის გუნდს მიმართა "გონს მეგონ":

„ერთი რამ ცხადია, ეს საპროტესტო მუხტი ქვეყანაში არ იკლებს. საზოგადოების უმრავლესობა თქვენი გაყალბებული დათვლითაც კი არ ეთანხმება იმას, რაც ქვეყანაში ხდება. ამ ხალხთან ერთად მინდა მოგმართოთ თქვენ, მოეგეთ გონს! მესამე რაუნდზე როდესაც გვექნება მოლაპარაკება, თქვენთან ველოდები ადეკვატურ პასუხს, პირველ რიგში, ხალხისთვის. მოგვეცით პასუხი იმ მოთხოვნებზე, რასაც ვითხოვთ, იმისთვის, რომ დავასრულეთ ქვეყანაში ეს უბედური დაპირისპირება. ყველას მოგვბეზრდა“,- დასძინა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42