"ივანიშვილმა ხმა მოპარა ქართველ ხალხს, ხმა, რომელიც ღმერთის მიერ არის ბოძებული, ამას არავინ დათმობს!"- მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკა - 16:24, 14 Nov, 2020     862

გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს "ლელოს" ერთერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მიმართა. მისი თქმით, აქციაზე ის არა პარტიულობამ, არამედ მოქალაქეობრივმა მრწამსმა მიიყვანა:

"მე აქ პარტიას არ მოვუყვანივარ, არც არავის დაძახებას, მე ჩემმა მოქალაქეობრივმა მრწამსმა და სიმართლისადმი ბრძოლამ მომიყვანა"- მიმართა ხაზარაძემ შეკრებილებს.

მან დედაქალაქის მთავარ გამზურზე შეკრებილებს ერთიანობისთვის მადლობა გადაუხადა:

"აქ როცა მოვდიოდი, ერთი ჩემი უბნელი, კარგი კაცი ტაქის მძღოლი შემხვდა და ერთი ფრაზა მითხრა: ნახევარი საქართველო ადამიანებად არ მივაჩნივართ „ოცნებას“ და ბიძინასო. „ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა შუაზე გაყო, ჩვენი ერი დააპირისპირა და ამას საფუძველს უკვე ბოლო 8 წელიწადია ნაბიჯ-ნაბიჯ უყრის. მან თავისი უსაფრთხოების გამო, ქვეყნის უსაფრთხოება დააყენა საშიშროების წინაშე და მოკლა ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი - ანაკლია, რომელიც იქნებოდა ჩვენი ქვეყნის შემოტრიალების წერტილი ეკონომიკურად, აფახაზებთან სალაპარაკოდ, საქართველოში ნამდვილი დროშის ჩასარჭობად, რომ რეგიონალური ლიდერები გავხმდარიყავით. მან იმისათვის, რომ თავისი უსაფრთხოება გადაერჩინა, მიისაკუთრა სასამართლო, მიისაკუთრა იმ ოდიოზური მოსამართლეებით, იმ ოდიოზური პროკურორებით, რომლებიც 2 კმ-ში არ უნდა იყვნენ სასამართლოს შენობასთან გაკარებულები. მან ეს ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანა სიღატაკემდე და ხალხს პირდაპირ უთხრა დაუფარავად, ცინიკურად - წადით ამ ქვეყნიდან, აქ სამუშაო ადგილი არ შეიქმნება, წადი სხვაგან იმუშავეო. მან 31ოქტომბრის არჩევნებით, ყველაზე დიდი რამ ადამიანისთვის - ხმა მოპარა ქართველ ხალხს, ხმა, რომელიც ღმერთის მიერ არის ბოძებული თითოეული ჩვენგანისთვის. ამას არავინ დათმობს, პირდაპირ გეუბნებით, ამას არავინ დათმობს. აქ რამ მოგიყვანათ, პარტიამ? მე აქ პარტიას არ მოვუყვანივარ, არც არავის დაძახებას მოვუყვანივარ, მე მომიყვანა ჩემმა მოქალაქეობრივმა მრწამსმა და სიმართლისადმი ბრძოლამ“, - განაცხადა ხაზარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42