"გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიციისა და მთავრობის პოზიციები კვლავ შორსსა ერთმანეთისგან და ოპოზიცია მტკიცედ მოითხოვს არჩევნების ხელახლა ჩატარებას.
"საუბარი იყო ისევ კონსტრუქციული თუმდა ჯერჯეეობით პოზიციები ოპოზიციისა და ხელისუფლების არის ისევ შორის ამიტომ რამე კონკრეტულ მიმართულებაზე საუბარი რომ აი ამ მიმართულებით დავიძარით წინ და რაღაც შეთანხმება შეიძლება შედგეს ჯერჯერობით ნაადრევია. მთავარი საკითხი რომელიც განიხილება არია ხელახალი არჩევნების საკᲘთხი ეს არის პრინციპული პოზიცია ოპოზიციის მთელი სუბარი მიდის ამის გარშემო. იყო კამათი იყო არგუმენტები ორივე მხრიდან, რა ტიპის კამათი იყო ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თითონ ის ფაქტი რომ სახელმწიფო მდივანი თუნდაც წარმავალი ადმინისტრაციის ჩამოდის საქართველᲝსი ეს არის ძალიან მნᲘშვნელოვანი, რადგან ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი", - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დღევანდელ მოლაპარაკებებზე ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდა, რომ დიალოგი გაგრძელდება. მისი გამარტებით, ეს ერთადერთი საკითხია, რაზეც მხარეებს შორის შეთანხმება მოხდა.
"ერთი რაზეც შევთანხმდით რომ უახლოეს მომავალში იქნება კიდევ ერთი რაუნდი ჩვენი შეხვედრების, დიალოგი არ დამთავრებულა კარი არ მოგვიჯახუნებია, შეხვედრა და მოლაპარაკება გაგრძელდება. ყველა გრძნობს, ველა ხედავს, ელჩებიც, ქართული ოცნებაც, ჩვენ ხო მით უფრო, რომ ვითარება არის მძიმე და სასწრაფოდ არის გამოსავალი მოსაძებნი", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, კი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მოერე რაუნდზე რაიმე ხელშესახები მიღწევა არ ყოფილა.
"რაიმე ხელშესახები შედეგები დღეს ვერ იქნა მიღწეული, იმედია გაგრძელება ეს, მაგრამ მთავარია ხალხის წინააღმდეგობა ქუჩებში გაგრძელდეს და დამერწმუნეთ შედეგი იქნება, ქართულ ოცნებას ჯერეჯერობით არანაირი ინიციატივა არა აქვს გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოგვიცხადონ უვადო შეუზღუდავ მართველად. ჩვენი პოზიცია რჩება უცველელი, იმის თაობაზე, რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები", - თქვა შალვა ნათელაშვილმა.
"ლელოს" ერთდერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კი ამბობს, რომ დღევანდელი დიალოგით არსებითი შედეგი არ დამდგარა და ოპოზიციის მიდგომა არ შეცვლილა.
"დღეს მნიშვნლოვანი პროგრესი ჩვენ არ გვქონია, არც უნდა ველოდოთ, ეს არის რთული პროცესი მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, ოპოზიცია არის ერთიანი, ოპოზიციის მიდგომა არ შეცვლილა აუცილეველია - კრიზისის განსამუხტად ახალი არჩევნების ჩატარება და ამასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა. "ქართული ოცნების" ამ შემთხვევაში პოზიცია არის განსხვავებული და ჩვენ შევთანხმდით რომ გვექნება გაგრძელება ამ მოლაპარაკებებების", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
მასალის გამოყენების პირობები






