"მოლაპარაკებები გრძელდება, საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულია. ჩვენ მივესალმებით დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაახლოოთ პოზიციები, რათა დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება. რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი დასრულდება და ამოიწურება. ჩვენ მზად ვართ, დიალოგი განვაგრძოთ X მოწვევის პარლამენტში. ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებში არის პოლიტიკური სტაბილურობა, არის უფრო მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობის მოძებნა პოლიტიკურ პარტიებს შორის. ჩვენს მიერ ჩატარებული რეფორმები ამის შესაძლებლობას აძლევს ნამდვილად ყველას. მოდით, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა". - განაცხადა თალაკვაძემ.
განსხვავებით პარლამენტის თავმჯდომარისგან, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში მათსა და თალაკვაძეს შორის რთული საუბარი შედგა, რადგან ეგონათ, რომ ამჯერად მაინც შესთავაზებდა ხელისუფლება კონკრეტულ წინადადებას
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თალაკვაძე შეხვედრაზე აღმაშფოთებელი შეთავაზებით მივიდა, თუმცა უცნობია, რა იყო ეს შეთავაზება.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ალეკო ელისაშვილმა თქვა, თალაკვაძე აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში "აღმაშფოთებელი შეთავაზებით" მივიდა. თუმცა, რა იყო ეს ინციატივა, ელისაშვილს არ დაუკონკრეტებია.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკების პირველი ეტაპი 12 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩის შუამავლობით. მოსალოდნელია, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მომდევნო შეხვედრაც გაიმართოს.
მასალის გამოყენების პირობები






