ივანიშვილი გახარიას ზურგს ამოფარებული მმართველია, რომელმაც დეგრადაცია გაუწია საქართველოს კანონის უზენაესობას - Washington Examiner
პოლიტიკა - 10:25, 14 Nov, 2020     7968
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკული გამოცემა Washington Examiner ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებია განხილული და ავტორი ამერიკის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი მკაცრი მესიჯების გაგზავნაზე საუბრობს.

სტატიაში ასევე ვკითხულობთ არჩევნების შემდეგ წამოსული საპროტესტო ტალღის ჩახშობის მცდელობის შესახებ, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ხდება - ავტორის შეფასებით, ეს დემოკრატიულ პროცესებს უკან ხევს:

"სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მკაცრი მესიჯები უნდა უნდა გააჟღეროს ავტორიტარული მმართველობის მიმართ, როდესაც ის თბილისს ეწევევა.

ამჟამად, საქართველოს მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომლის წინააღმდეგაც უსაფრთხოების ძალები წყლის ჭავლსა და სხვა იარაღს იყენებენ - ეს ქმედებები ზედმიწევნით ასახავს ადამიანის უფლებების შელახვას, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მისი მთავრობა კი დარწმუნებულია, რომ პომპეოს ჩამოსვლისას ყველა სირთულეს გადალახავს. გარდა ამისა, გახარია დაგეგმილ ვიზიტს წარმოაჩენს ისე, თითქოს შეერთებული შტატები ამჟამინდელი ვითარებით კმაყოფილია. პომპეო თვალს არ დახუჭავს ავტორიტაიზმის მზარდობაზე. ვიმედოვნოთ, რომ იგი დახურულ კარს მიღმა უფრო მკაცრ ენას გამოიყენებს.

აქ მთავარი საზრუნავი ბიძინა ივანიშვილია. მილიარდერი ოლიგარქი, რომელიც მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" მთავარი ძალაა. სინამდვილეში ივანიშვილი გახარიას ზურგს ამოფარებული ფარული მმართველია. სამწუხაროდ, მან მწირი ინტერესი გამოავლინა, რომ გამოიყენოს თავისი სიმდიდრე და გავლენა ამ პატარა ერის გლობალური პერსპექტივების დასახმარებლად. ამის ნაცვლად, დეგრადაცია გაუწია საქართველოს კანონის უზენაესობას და ეთამაშა ქვეყნის ჩრდილოეთ აგრესორს, რუსეთს. ივანიშვილმა ეს გააკეთა თავისი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების შერყევით აშშ-სა და ევროკავშირთან. მის მიერ პორტის ახალი ობიექტის შეფერხება და, მაგალითად, ინტერნეტის ბოჭკოვანი საკაბელო ქსელი, როგორც ჩანს, ცალსახად შექმნილია მისი მეგობრული ინტერესების გასაზრდელად პუტინის სტრატეგიულ გეგმასთან ერთად.

ეს პრობლემაა: რაც უფრო მეტი კონტროლი აქვს პუტინს საქართველოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მით უფრო დეგრადირდება მისი ეროვნული პერსპექტივები.

ამრიგად, პომპეომ უნდა გააჟღეროს, რომ აშშ-ს სურს, გააგრძელოს აქტიური მეგობრობა საქართველოასთან. მან ასევე უნდა განმარტოს, რომ ვაშინგტონი სულ უფრო მეტად შეშფოთებულია, როდესაც ქართული სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების უფლებები ირღვევა, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებელი პირები სადამსჯელო ფინანსურ და დიპლომატიურ ღონისძიებებს დაექვემდებარებიან" - ნათქვამია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში 17 ნოემბერსაა დაგეგმილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42