პომპეო საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის, არჩევნებისა და დემოკრატიული პროცესების მნიშვნელობას განიხილავს - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი
პოლიტიკა - 09:55, 14 Nov, 2020     1372
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე სახელმწიფო დეპარამენტმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც პომპეოს ვიზიტის დეტალები და მიზნები განიხილეს.

ბრიფინგზე სხვადასხვა დაგეგმილ ვიზიტებს შორის საუბარი იყო ასევე საქართველოში ჩამოსვლის საკითხი. როგორც სახელწმიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის პირმა განაცხადა, პომპეო კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღია მხარდაჭერას საქართველოს მიმართ რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ოფიციალური განცხადებით, სახელმწიფო მდივანი ასევე შეეხება ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის საკითხს, ასევე არჩევნებისა და დემოკრატიული პროცესების მნიშვნელობას:

“რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით ერთგულნი, დავეხმაროთ საქართველოს, გააღრმაოს მისი ევრო-ატლანტიკური კავშირები, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები. და მართლაც, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება დაახლოებით 16 საპარლამენტო ადგილისთვის. რა თქმა უნდა, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებისთვის და ქართველი ხალხი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს.

ჩვენ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ განვაცხადოთ ჩვენი მხარდაჭერა საქათველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ ვგმობთ რუსეთის შეჭრას საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში, რომელიც რუსეთის მიერ რჩება ოკუპირებული

დაბოლოს, სახელწიფო მდივანი საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება, რათა მათი შეხედულებები მოისმინოს კანონის უზენაესობაზე… და დამოუკიდებელ სასამართლოზე, რომელიც არსებითი ნაწილია ქართულ დემოკრატიაში დავების თავისუფლად გადაწყვეტის და ადამიანის ეკონომიკური უფლებების პატივისცემის საკითხებში“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა სპეციალურ ბრიფინგზე.

ცნობილია, რომ სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკანიანს შეხვდება. სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში 17 ნოემბერსაა დაგეგმილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42