თუ ჟვანია დაუსჯელი დარჩა, საქართველოში ნორმალური არჩევნები არასდროს ჩატარდება, დავრჩებით ივანიშვილის ბოსტნად - ანზორ ბიწაძე
პოლიტიკა - 21:07, 13 Nov, 2020     1838
"ოცნება" შემაჯამებელი ოქმების სასამართლოში გასაჩივრებაზე უარს ამბობს. თამარ ჟვანია სასამართლო ვადებს არ დაელოდა და დღეს, 13 ნოემბერს ცესკოში შემაჯამებელი სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
"ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანზორ ბიწაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა და თამარ ჟვანიამ ქართველ ხალხს მურუსიძის სასამართლოც კი წაართვა, რითაც ქვეყანა კიდევ უფრო მიუახლოვდა იმ მდგომარეობას, რომ ის იქცეს ივანიშვილის "ბოსტნად" , თუმცა, როგორც ანზორ ბიწაძე აღნიშნავს, ამავე დროს საქართველო ისე, როგორც არასდროს ახლოსაა იმ მომენტთან, როცა ის "ივანიშვილს მოიშორებს" და განვითარებას განაგრძობს.
"დღეს მან გადაწყვიტა, რომ მურუსიძის სასამართლოც კი ფორმალურად ზედმეტია ქართველი ხალხისათვის და სასამართლომდეც არ მიგვიშვა, 2 დღე არ დაიცადეს, რომ მერე დაეწყოთ შემაჯამებელ ოქმზე მუშაობა.ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რომ საბოლოოდ გავხდეთ ბიძინა ივანიშვილის ბოსტანი, სადაც თვითონ გადაწყვეტს ვის დაედგომება ამ ქეყანაში და ვის არ დაედგომება, მაგრამ მეორეს მხრივ, კიდევ უფრო ახლოს ვართ იმასთან, რომ საბოლოოდ მოვიშოროთ ეს პარაზიტი ძალა ხელისუფლებიდან, პოლიტიკიდან და დავუბრუნდეთ მეტ-ნაკლებად განვითარების გზას" - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.
ანზორ ბიწაძე აცხადებს, რომ ის, რასაც თამარ ჟვანია აკეთებს, თუ დაუსჯელი დარჩა, არასოდეს საქართველოში ნორმალური არჩევნები აღარ ჩატარდება.
"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ადამიანთან ჰქონდა ჩვენს პარტიას სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, არასოდეს არავის დაჭერა არ გამხარებია, ისეთი ადამიანების დაჭერა არ გამხარებია უკვირდათ კიდევაც, მაგრამ ის რასაც თამარ ჟვანია აკეთებს თუ დაუსჯელი დარჩა, თუ ჟვანიამ სისხლის სამართლის წესით არ აგო პასუხი, არასოდეს საქართველოში ნორმალური არჩევნები არ იქნება.
პათოლოგიურად, ავადმყოფურად კომფორმისტი და უთავმოყვარეო უნდა იყო ადამიანი, ვინც ითმენს, რომ მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილი იმას განიხილავს მარსზე როგორ გაფრინდეს და ჩვენ აქ თამარ ჟვანია 90-იანების გადმონაშთი ივანიშვილის ბრძანებით არჩევნებს გვახევს", - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42