ივანიშვილის რეჟიმი ცარიელი რუსთაველის გამზირის ხილვას ვერ ეღირსება, გამორიცხულია - ნიკა მელია
პოლიტიკა - 20:28, 13 Nov, 2020     1424

დღეს ძალა არის ხალხში და ძალა არის რუსთაველის გამზირში, ოპოზიცია გზას არ გადაუხვევს - ამის შესახებ ენმ-ისა და გაეთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, ნიკა მელიამ გადაცემაში "დღის სტუმარი" ხვალინდელი აქციის შესახებ საურისას განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, ივანიშვილის რეჟიმი ცარიელი რუსთაველის გამზირის ხილვას ვერ ეღირსება .

"ხვალ იქნება ის, რაც იქნება მანამ, სანამ, არ დათმობს რეჟიმი ხალხის მიერ მიტაცებულ ძალაუფლებას, ვგულისხმობ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება, დიახაც, არა! ცარიელი რუსთაველის გამზირის ხილვას ვერ ეღირსება რეჟიმი, ყველაზე მეტად ხელისუფლებას ახლა ეშინია საპროტესტო აქციების, გამორიცხულია!

ერი არის სიმართლის მოლოდინში, სიმართლე არის ახლა ხალხის მხარეს, ხალხი ერი საზოგადოება რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ბრბოდ აღიქვამს, ბრბო გონია და ასე არ გაგრძელდება მისი პარპაში, ერთი გზა არის ახლა, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს, ჩვენ ყველა რესურსს ვიყენებთ იმისთვის, რომ ვაიძულოთ რეჟიმი წავიდეს ისტორიულ დათმობაზე, კიდევ უფრო მწვავე უნდა გახდეს პროტესტი რუსთაველის გამზირზე, დადგება მთელი საქართველო რუსთაველის გამზირზე და ამის შემდეგ მოუწევს ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებიდან წასვლა,

ყველა ელჩი უნდა დარწმუნდეს იმაში რა უზნეო ხელისუფლება გვყავს, მაგრამ ვერ დარწმუნდება ხალხის პროტესტის გარეშე, რომ არა 20 ივნისი და რუსთაველის გამზირი, პროპორციულ საარჩევნო სისტემას ვერ მივიღებდით. დღეს ძალა არის ხალხში და ძალა არის რუსთაველის გამზირში. ოპოზიცია გზას არ გადაუხვევს.",– თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42