ხალხთან არა, ცოტა ზევით - "კალაძე ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია"- როგორ ახსნეს "ოცნების" ლიდერების სტადიონზე ყოფნა ფედერაციაში
პოლიტიკა - 15:36, 13 Nov, 2020     1199
პრივილეგირებულები საქართველო-მაკედონიის მატჩზე - მას შემდეგ რაც კადრებით დადასტურდა, რომ თამაშს გულშემატკივარი ვერა, მაგრამ თბილისის მერი და ოცნების სხვა ლიდერები დაესწრნენ, ფეხბურთის ფედერაციაში კომენტარის გაკეთება მოუწიათ.


მათი თქმით, "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივან, კახა კალაძეს ჰქონდა სამი საშვი, რადგან ის "ტიტულოვანი ფეხბურთელია".

რაც შეეხება კობახიძე-კობიაშვილს, ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი ვერ პასუხობს კითხვას, რომელი საშვით სარგებლობდა ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე:

"ძალიან სამწუხაროა, რომ მედიასაშუალებები ამ შეკითხვით იწყებთ გუშინდელი მატჩის შემდეგ... კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, არის ოფიციალური სია, რომელიც არის უეფასთან შეთანხმებული. ისე, როგორც გასვლით თამაშებზე, ასეთივე ანალოგიურად ხდება [საშინაო თამაშებზეც]... ჩრდილოეთ მაკედონიის დელეგაციაც ოფიციალურად იყო ცნობილი, ისინი უფრო მეტად წარმოდგენილი იყვნენ VIP ლოჟაში, ვიდრე ჩვენ. სამწუხაროა, რომ არც გულშემატკივრის მოსვლა მოხერხდა გუშინდელ თამაშზე, სამწუხაროა, რომ იმ მთავრობის წარმომადგენლების მოსვლაც არ მოხერხდა, რომლებიც ტრადიციულად გულშემატკივრობენ საქართველოს ნაკრებს. გუშინ შეზღუდული იყო სია, იცით, რომ ეუფასთან იყო შეთანხმებული.

ქალაქის მერი, ბატონი კახი კალაძე არის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი, უეფასთან შეთანხმებული იყო მასთან, რომ როგორც წინა თამაშზე, ასევე, ოქტომბერში ანალოგიურად იყო, ოქტომბერში ჩვენ უეფასთან შევათანხმეთ სია, სადაც გათვალისწინებული იყო, რომ კახის ქონდა სამი ადგილი განკუთვნილი. ამას გარდა თამაშზე, VIP ლოჟას რომ ეძახით თქვენ და საერთოდ თამაშზე იმყოფებოდა მხოლოდ აკრედიტირებული მედია, თქვენი კოლოგები და მხოლოდ ფედერაციის თანამშრომლები და ფედერაციის ხელმძღვანელობა"- აცხადებენ ფედერაციაში.

მატჩზე იყო ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, ფედერაციის პრეზიდენტი და ამავე პარტიის წევრი ლევან კობიაშვილი და სხვა პირებიც.

ისტორიულ მატჩს გარეთ დამონტაჟებულ ეკრანზე უყურებდა ათასობით გულშემატკივარი და რაც ყველაზე ცინიკურია, ბევრი მათგანი გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევისთვის პოლიციამ 2000 ლარით დააჯარიმა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ UEFA-მ თამაშებზე მაყურებლის ნაწილის მისვლა სპეციალური წესების დაცვით დაუშვა,თიუმცა საკოორდინაციო საბჭომ, კორონავირუსის გავრცელების მიზეზით, ამ წინადადებაზე უარი თქვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42