პენიტენციურ სისტემაში covid-19-თან ეფექტური ბრძოლის შედეგად, საქართველო ევროპის საბჭოს წარმატებული ქვეყნების რიცხვში მოხვდა
პოლიტიკა - 11:49, 13 Nov, 2020     589
პენიტენციურ სისტემაში covid-19-თან ეფექტური ბრძოლის შედეგად, საქართველო ევროპის საბჭოს წარმატებული ქვეყნების რიცხვში მოხვდა. ამის შესახებ ევროპის საბჭომ გამოაქვეყნა ანგარიში.

ანგარიშსს გთავაზობთ უცვლელად:

"ევროპის საბჭომ გამოაქვეყნა ორი ანგარიში ევროპულ ქვეყნებში covid-19-ის გავლენაზე პენიტენციური დაწესებულებების პოპულაციაზე. ერთი ანგარიში - პატიმრები და ციხეები ევროპაში პანდემიის პერიოდში, covid-19-ის მოკლევადიანი გავლენის შეფასება ციხეების პოპულაციაზე - მოიცავს 2020 წლის 1 იანვრიდან 15 აპრილამდე პერიოდს. ამავე ანგარიშში, საქართველო, მოხსენიებულია იმ ქვეყნებს შორის, სადაც სისტემაში covid-19 ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, როგორიცაა, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, მალტა, მონტენეგრო, ჩრდ. მაკედონია და სან მარინო",- ამის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ძამაშვილმა.

მისი თქმით, მეორე ანგარიში - პატიმრები და ციხეები ევროპაში პანდემიის პერიოდში, covid-19-ის საშუალოვადიანი გავლენის შეფასება ციხეების პოპულაციაზე - 2020 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. მოცემულ კვლევაშიც საქართველო სტაბილური ქვეყნების რიგებშია და ისეთი ქვეყნების გვერდით ინარჩუნებს ადგილს, როგორიცაა ავსტრია, ჩეხეთი, დანია, გერმანია, საბერძნეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, მალტა, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.

ბექა ძამაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს ანგარიშების ბოლო საანგარიშო პერიოდიდან (2020 წლის 15 სექტემბერი), თითქმის ორი თვეა გასული და პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსის შესაძლო შეღწევის წინააღმდეგ 2020 წლის მარტის დასაწყისიდან პენიტენციური სისტემის მიერ გატარებული კომპლექსური პრევენციული ზომების შედეგად, საქართველოს პენიტენციური სისტემა კვლავ წარმატებით ართმევს თავს covid-19-თან ბრძოლას”,- ვკითხულობთ ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42