ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თედო გობეჯიშვილმა სიცოცხლის ბოლო წუთები მისი მეგობრის, აკაკი კობალაძის სახლში, სუფრასთან გაატარა. ამას ადასტურებს ადვოკატის მიერ გამოკითხული თედორე გობეჯიშვილის მეუღლე. ჩვენება "მთავარმა" მოიპოვა:
„გვიან სახლში არ დაბრუნდა, ამის გამო ვურეკავდი. რამდენიმე ზარზე არ მიპასუხა, მიპასუხა დაახლოებით ღამის 4-5 საათისთისთვის 7 ნოემბერს. მითხრა, რომ იყო აკაკი კობალაძის ოჯახში მის მეუღლე სოფოსთან ერთად და მალე მოვიდოდა. ტელეფონზე საუბრისას არანაირი აღელვება არ შემიმჩნევია, პირიქით, იყო კარგ განწყობაზე. სახლში დაბრუნდა დაახლოებით 9 საათისთვის, რა დროსაც მე ფაქტიურად ძილში ვიგრძენი, რომ სახლში შემოვიდა. მე ამ ადამიანებს ვიცნობ ჩემი მეუღლის უახლოეს მეგობრებად და მსგავსი დანაშაულის ჩადენას მათ მიერ ვერც წარმოვიდგენ“, - ნათქვამია მარიამ ნათაძის ჩვენებაში.
მარიამ ნათაძე საგამოძიებო უწყებაში ჯერ არ დაუკითხავთ.
სამაგიეროდ საგამოძიებო უწყებამ დააკავა და ბავშვობის მეგობარზე ზეწოლასა და შანტაჟში დაადანაშაულა აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე.
მასალის გამოყენების პირობები






