თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 9 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა მიმართ დაუსაბუთებელია - DRI
პოლიტიკა - 17:40, 12 Nov, 2020     759
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) წარმომადგენლები 2020 წლის 9 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების ალექსი მაჭავარიანის, ნოდარ რუხაძის და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესებს დააკვირდნენ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, საქმის არსებითი განხილვისას შემდეგი ხარვეზები გამოიკვეთა:

"დაბალი მტკიცების ტვირთი და უფლებათა დაცვის არასაკმარისი სტანდარტები

საპატრულო პოლიციის მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილ ვიდეო მასალებში დროის მხოლოდ ის მონაკვეთი იყო ასახული, რომელიც სამოქალაქო აქტივისტთა დაკავების ფაქტებს შეიცავდა. ვიდეო მასალებიდან ცალსახად არ იკვეთებოდა დაკავების ოქმებით დადგენილი სამართალდარღვევის, მათ შორის, აქტივისტების მიერ წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და მათთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები. პატრულ-ინსპექტორებს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სამხრე კამერებით გადაღებული არ ჰქონდათ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, ის ქმედებები, რაც აქტივისტების დაკავების საფუძველი გახდა. საქმის განხილვისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პატრულ-ინპექტორთა სამხრე კამერების ჩანაწერები მხოლოდ დაკავებულთა ავტომობილით გადაყვანის პროცესს ასახავდა, რასაც უშუალოდ სამართალდაღვევასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა.

ურთიერთსაწინააღმდეგო და არათანმიმდევრული მტკიცებულებების გაზიარება სასამართლოს მიერ

პროცესზე დაკითხული სამართალდამცავების არათანმიმდევრული და ზედაპირული ხასიათის ჩვენებები, თავის მხრივ, არ შეესაბამებოდა ვიდეო მასალებში წარმოდგენილ მოვლენათა ჯაჭვს.

ალექსი მაჭავარიანის საქმეში სასამართლომ შეშის რამდენიმე ნაჭერი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სახიფათო საგნად მიიჩნია, რომელიც, სასამართლოს შეფასებით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების მიზნით. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო, სასამართლოს განცხადებით, ბოლო პერიოდში აქციების ცალკეულ მონაწილეთა მიერ შეშის ნაჭრების არამიზნობრივი, კერძოდ, პოლიციელთა წინააღმდეგ გამოყენების ფაქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე დაკავებული სამართალდამრღვევად ცნო და შემდეგი სახის სახდელები დაადო: ალექსი მაჭავარიანს და ნოდარ რუხაძეს 1000 და 1500 ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ, ხოლო გიორგი მჟავანაძეს 3 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლის ყურადღების მიღმა დარჩა გიორგი მჟავანაძის განცხადება პოლიციელთა მხრიდან ცუდად მოპყრობის შესახებ

სასამართლო პროცესზე გიორგი მჟავანაძემ პატრულ-ინსპექტორები მის მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა, რაზედაც, ადვოკატთა განცხადებით, დაწყებულია გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულზე რეაგირება განმხილველი მოსამართლის ვალდებულებას წარმოადგენს, მოსამართლე თამარ მეშველიანი გიორგი მჟავანაძის მიმართ სავარაუდოდ ცუდად მოპყრობის დეტალებით არ დაინტერესებულა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ამ საკითხს დავის საგანთან არსებითი კავშირი არ ჰქონდა და ფაქტები გამოძიებას უნდა დაედგინა,"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42