ერთ-ერთ საარჩევნო სუბიექტს 2 ხმის ნაცვლად 32 ხმა ჰქონდა მიღებული - საია
პოლიტიკა - 16:04, 12 Nov, 2020     1032

06.08.27 უბანზე საარჩევნო სუბიექტს ,,ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებს“ 2 ხმის ნაცვლად მიღებული 32 ხმა ჰქონდა. ამის შესახებ მონაცემების ხელახალი გადათვლის შედეგად დადგინდა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დაადგინა და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ასევე მათ ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების კანონიერების და მონაცემების ხელახალი გადათვლის საკითხზე საია სასამართლოში 38 უბანთან მიმართებით დავობდა. გასაჩივრებული უბნებიდან სასამართლომ მოთხოვნა მხოლოდ 12 უბანთან მიმართებით დააკმაყოფილა.

„1 უბნის მონაცემები გაუქმდა სრულად (რუსთავის ოლქი, უბანი -12.20.87), რადგან შემაჯამებელი ოქმები გადასწორებული იყო კორექტორით, ასევე, ოქმი არ იყო დამოწმებული ბეჭდით და არ ფიქსირდებოდა კომისიის წევრების ხელმოწერები. ამასთან, შემაჯამებელი ოქმი, შესწორების ოქმი დაჩანაწერთა წიგნის მონაცემები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა.

დიდუბის ოლქში 2 უბნის მონაცემების ხელახალი გადათვლისას მნიშვნელოვანი ცდომილებები დაფიქსირდა:

- 06.08.27 უბნის მონაცემების ხელახალი გადათვლის შედეგად დადგინდა, რომ საარჩევნო სუბიექტს - ,,ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებს“ 2 ხმის ნაცვლად მიღებული ჰქონდა 32 ხმა.

- 06.07.02 უბანზე ბათილი ბიულეტენები ჩათვლილი იყო ნამდვილ ხმებში. კერძოდ, 41-ე ნომერს მითვლილი ჰქონდა 21 ბათილი ბიულეტენი, მე-5 ნომერს - 3 ბათილი ბიულეტენი, მე-8 ნომერს - 2, ხოლო მე-17 და 25-ე ნომრებს თითო-თითო ბათილი ბიულეტენი. ასევე აღმოჩნდა, რომ დალუქულ დოკუმენტაციაში არ იყო სპეციალური სია, რის გამოც ვერ დადგინდა, რამდენმა პირმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში სპეციალური სიიდან. შესაბამისად, სულ რამდენი ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ უბანზე, გაურკვეველია. მიუხედავად ამისა, დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიამ უბნის შედეგები გადათვლის შედეგად ჩასწორებული მონაცემებით მიიჩნია ნამდვილად. საია არ ეთანხმება ოლქის გადაწყვეტილებას და უბნის ბათილობის მოთხოვნით ახალი სარჩელი წარადგინა სასამართლოში. საქმის განხილვა დღესაა ჩანიშნული”, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42