კაპანაძის თქმით, გახარის და ქართული ოცნების წარმომადგენლების ამ განცხადებებს უნდა მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები და არ უნდა დარჩეს მხოლოდ განცხადებებად.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ დიალოგის ინიციატორები თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლები არიან და დიალოგი უნდა იყოს კონკრეტულ თემაზე, ახალ არჩევნებზე.
„გახარიას განცხადებას უნდა მოყვეს კონკრეტული ნაბიჯები და საქმე და არ უნდა დარჩეს მარტო სადღეგრძელოდ, როგორც ხშირად გვსემნია ხოლმე გახარიასგან და ქართული ოცნების წარმომადგენლებისაგან.
მოწოდება დიალოგზე იყო ოპოზიციის მხრიდან და ეხლა მესმის, რომ გახარიას და კალაძეს და სხვებს უნდათ, რომ ისე წარმოაჩინონ, რომ თვითონ არიან ამ დიალოგის ინიციატორები, მაგრამ 8 ნოემბერსვე, დიდ მიტინგზე, ოპოზიციამ დააყენა ასე საკითხი, რომ კონკრეტულ თემაზე, რაც ნიშნავს ახალ არჩევნებს, შემდგარიყო დიალოგი ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით და ჯერ კიდევ ველით კონკრეტულ ნაბიჯებს.
ამიტომ, თუ გახარიას მართლა გულწრფელად ჰგონია, რომ კრიზისიდან გამოსავალი არის დიალოგი, ეს ადვილად გამოჩნდება თუ ისინი წამოვლენ დიალოგზე და ამ სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც არის შექმნილი, ალბათ ყველაზე მთავარი საკითხის გარშემო, რაც შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს, ანუ არჩევნების არალეგიტიმურობის გამო, განმუხტავს ამ დიალოგში მონაწილეობით და კონკრეტულ შეთანხმებებზე წამოსვლით, მანამდე ამ განცხადებებს და ამ სიტყვებს ფასი არ აქვს, ისევე როგორც ბევრ სხვა განცხადებას და სიტყვას, რომლებსად ქართული ოცნების წარმომადგენლები და ლიდერები ისვრიან ხოლმე.“ - განაცხადა კაპაანძემ.
მასალის გამოყენების პირობები






