მარნეულის 65-ე უბანზე ადგილი ქონდა ჩაყრას და ეუთოს დამკვირვებელზე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარას - გიორგი კანდელაკი
პოლიტიკა - 13:09, 12 Nov, 2020     668

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი, მარნეულში, 65-ე უბანზე მომხდარ გაყალბების ფაქტზე საუბრობს.

კანდელაკის თქმით, არჩევნების დღეს, მარნეულის 65-ე უბანზე შევიდა საკრებულოს თანამშრომელი, ელშან გასანოვი, რომელმაც მაგიდაზე დაყარა უბიდან ამოღებული ბიულეტენების დასტა და განაცხადა, რომ მან ეს ბიულეტენები იატაკზე იპოვა.

კანდელაკის თქმით, ამ ფაქტს შეესწრო ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებელი, კირა კაურინკოსკი, რომელსაც გაუკვირდა აღნიშნული ფაქტი და გააპროტესტა, რა დროსაც ქართული ოცნების წარმომადგენლები მას ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

კანდელაკმა აღნიშნა, რომ საბოლოოდ გაყალბებული ბიულეტენები მიათვალეს ხმების საბოლოო რაოდენობას. მისი თქმით, ამ ინციდენტს ჰყავს მოწმეები და ამის შესახებ ინფორმაცია მიწოდებული აქვს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს.

„მინდა საზოგადეობის ყურამდე მივიტანო მარნეულში, 65-ე უბანზე მომხდარი გაყალბების ფაქტი, როცა ხმების დათვლის დროს უბანზე შემოვიდა მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი, ელშან გასანოვი, რომელმაც უბიდან ამოიღო ბიულეტენების დასტა და დაყარა მაგიდაზე და თქვა, რომ ეს ბიულეტენები იპოვა იატაკზე.

ამ ფაქტს შეესწრო ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებელი, კირა კაურინკოსკი და რათქმაუნდა, გაუკვირდა, თუ როგორ შეიძლება ესე მოხდეს, რადგან ეს არის ველურობა და კრიმინალი.ამ დროს, ეუთოს გრძელვადიან დამკვირვებელს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ იქ მყოფი ქართული ოცნების წარმომადგენლები, ადგილი ჰქონდა გაწევ-გამოწევას და ეს დასტა ბიულეტენებისა, სადაც შემოხაზული იყო 41 ნომერი, საბოლოოდ მიათვალეს ხმების საბოლოო რაოდენობას.

ამ ინციდენტს ჰყავს მოწმეები და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ასე, რომ ინფორმაცია ამ ინციდენტის შესახებ მიწოდებული აქვს არამხოლოდ ეუთოს მისიას, არამედ ყველა რელევანტურ პოლიტიკურ ფიგურას და უწყებას ევროპარლამენტში, რათქმაუნდა, შეერთებული შტატების კონგრესის ჰელსინკის კომისიაში, რომელიც პირდაპირ არის დაკავებული ეუთოსთან ურთიერთობებით და ყველა იმ პოლიტიკურ ფიგურას, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებით.“ - განაცხადა კანდელაკმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42