ჩვენი ეკონომიკა უკვე გაჯანსაღების გზას დაადგა - ნათია თურნავა
პოლიტიკა - 12:25, 12 Nov, 2020     3933
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას, განცხადებით, ჩვენი ეკონომიკა უკვე გაჯანსაღების გზას დაადგა.

„პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი გვერდში გვიდგას. სწორად ფონდთან პროგრამის შეუფერხებელი მიმდინარეობა იყო საწინდარი იმისა, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად შევძელით საერთაშორისო დახმარების მობილიზება მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა ქვეყანას. რაც შეეხება მომავალი წლის პროგნოზს, სავალუტო ფონდი მოელის, რომ ჩვენ გავაგრძელებთ სტრუქტურულ რეფორმებს, კერძო სექტორის გაძლიერებას და ამის შედეგად გვექნება ეკონომიკური ზრდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ ძალიან ეფექტურად განახორციელა როგორც ანტიპანდემიური, ასევე სოციალური და ანტიკრიზისული ღონისძიებები, რამაც საშუალება მოგვცა, ერთი მხრივ, გვემართა ეპიდემია და მეორე მხრივ, დავხმარებოდით მოსახლეობას. ჩვენი ეკონომიკა უკვე გაჯანსაღების გზას დაადგა სტრუქტურული რეფორმებისა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების წყალობით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამის შედეგია, რომ სავალუტო ფონდის შეფასებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო შეინარჩუნებს და განამტკიცებს რეგიონალური ლიდერი ქვეყნის სტატუსს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის თვალსაზრისით - 5,3 პროცენტი იქნება ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი უახლოეს წლებში, რაც არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც ერთ-ერთი მაღალი იქნება,“- განაცხადა თურნავამ.

სავალუტო ფონდმა 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის კონსერვატული საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრა.

„ეს გამოწვეულია გარე ფაქტორებით. პირველ რიგში, ესაა რეგიონალური კონფლიქტები და პანდემიის ეფექტი. თუმცა ფონდის შეფასებაში ისიც არის ნათქვამი, რომ რეგიონალური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და იმ დადებითი ინფორმაციის გავრცელების კვალობაზე, რაც შეეხება ვაქცინის ხელმისაწვდომობას, ეს პროგნოზიც შეიძლება შემდგომში გაუმჯობესდეს,“ - თურნავა.

შეფასების თანახმად, გლობალურ პანდემიამდე პერიოდში, საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, ხოლო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებულმა მნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ, ხელისუფლებას შესაძლებლობა მისცა, შეენარჩუნებინა ფისკალური სექტორის მდგრადობა. მისიამ დადებითად შეაფასა ის ნაბიჯები, რომელიც მთავრობამ გადადგა სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის. „ღონისძიებებმა, როგორიცაა: სახელფასო სუბსიდიები, ფულადი ტრანსფერები შინამეურნეობებისთვის, მათ შორის, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთათვის, გაფართოებული სოციალური ტრანსფერები, დროებითი საგადასახადო შეღავათები ბიზნესისთვის, ხელი შეუწყო ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნებას", - ვკითხულობთ სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული ანგარიშით საქართველოში 2021 წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა თითქმის ერთთვიანი დაკვირვების შემდეგ IMF-მა საკუთარ შეფასებას გადახედა და ის 4.3%-მდე შეამცირა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42