ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში - ივანე მაჭავარიანი
პოლიტიკა - 11:24, 12 Nov, 2020     547
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვა არასოდეს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ახლა, ამიტომ, მისი თქმით, აუცილებელია ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, რათა პანდემიისა და კრიზისის პერიოდში ბიუჯეტის სწორი გადანაწილება მოხდეს:

"მე დარწმუნებული ვარ, რომ დიალოგის რესურსი არსებობს და ერთ რამეს გეტყვით - არაფერზე რომ არ იყოს თანხმობა და ვერაფერზე შეჯერდნენ, მგონია, რომ ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში. ბიუჯეტის აქტუალობა დღეს ისეთი მაღალია, პანდემიისა და კრიზისის პერიოდში, როგორც არასდროს.

თუ, ღმერთმა დაიფაროს და ბიუჯეტის მიღება არ ხდება, ავტომატური მოდელი ერთვება და არ არის ეს კარგი. ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ბიუჯეტი, იმიტომ, რომ ამ ბიუჯეტზე და სწორ განაწილებაზე 2021 წლისთვის, ბევრი რამ არის დამოკიდებული, პრაქტიკულად ადამიანების სიცოცხლიდან დაწყებული, ბევრის არსებობასა და ყოფას ეხება და ამ დისკუსიაში მონაწილეობა ყველას ვალია. არასდროს ისე მნიშვნელოვანი არ ყოფილა ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვები და მისი დამტკიცება და ლეგიტიმაცია, როგორც ახლა.

როცა ამბობენ, მათ შორის ოპოზიციიდანაც ისმის, რომ ჩვენ ქვეყანას ხომ არ დავანგრევთ, პირველ რიგში, ქვეყნის დანგრევა-არ დანგრევა გადის იმაზე, რომ უნდა შემოვიდნენ პარლამენტში და ბიუჯეტის განხილვაში მიიღონ მონაწილეობა, თანაც აქტიური", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42