"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის"
ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ მიმდინარე პოლიტიკური პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მიიყვანოს და ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.
"საპრეზიდენტო ისტიტუტი ხო გაგვინულა ბიძინა ივანიშვილმა, მთავრობა ვიცით, როგორც არის, პროკურატურა როგორ არის, სასამართლო როგორც არის, ეხლა პარლამენტს, პარტიებს და პოლიტიკურ სპექტრს საერთოდ მოკლავს, მერე გადმოვა ტელევიზიებზე, ოღონდ აღარ გამოვა ხალხი, არც ჩვენ და არც თქვენ დასაცავად და მართლებიც იქნებიან, იმიტომ, რომ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ გამოვიდნენ და ეხლა თუ ჩვენ, პარტიები ადამიანებს იმედს გავუცრუებთ და ჩავყვებით ივანიშვილს იმ თამაშში, რასაც ის ეწევა, ადამიანები აღარ გამოვლენ.
ჩვენ უნდა მივიყვანოთ ეს პოლიტიკური პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე , რაც არის ხელახალი არჩევნები. ავირჩიოთ ნორმალური პარლამენტი. მრავალპარტიულმა მთავრობამ და პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა და ქვეყანა ჭკუაზე მოვიყვანოთ, იმიტომ, რომ ეხლა ქვეყანა არის პრაქტიკულად კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში, როცა რაც ინსტიტუტებია, უბრალოდ არ არსებობს. ქვეყანას რეანიმირება სჭირდება და სწორ გზაზე დაყენება". - ამბობს ბურჯანაძე.
მასალის გამოყენების პირობები






