მამუკა ხაზარაძე: ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პარტია და იმ ხალხის და იმ ახალი თაობის გვერდით ვდგავართ, ვინც საკუთარი ხმის დაბრუნებას ითხოვს
პოლიტიკა - 23:42, 11 Nov, 2020     1065

"პრინციპის საკითხია, რომ დღეს ჩვენ ვდგავართ აქციაზე. "ლელო" არ შექმნილა იმისთვის, რომ პარლამენტში სკამები დავიკავოთ, ჩვენ გვინდა, თავისუფლება მოიპოვოს ქართველმა ხალხმა და სამართლიანობის შეგრძნება დაუბრუნდეს,"- ამის შესახებ "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ოპოზიციური სპექტრის - როგორც პარტიების, ასევე ხალხის, ურყევი პოზიცია არის მისაბაძი.

მისივე განცხადებით, "ლელო" აქციაზე სამართლიანი და წესიერი არჩევნის მოთხოვნისთვისაა გასული. ხაზარაძის განმარტებით, მისი პარტია ყველგან ხალხის გვერდით დადგება.

"ლელო" მხოლოდ მშვიდობიან და კანონიერ აქციებში მიიღებს მონაწილეობას. აქციაზე დღეს დგას ახალგაზრდა თაობა, რომლისთვისაც ვიბრძვით. ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც დღეს დგას ქუჩაში და იცავს საკუთარ ხმას, ამ სიყალბეს არ შეეგუებიან, რადგან მათ თვალწინ მოხდა ყველაფერი. ბევრი გვეუბნება, რატომ ვდგავართ ამა თუ იმ პარტიის გვერდით, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პარტია და სხვა პარტიების გვერდით კი არა, იმ ხალხის და იმ ახალი თაობის გვერდით ვდგავართ, რომლებიც თავიანთი ხმების დაბრუნებას ითხოვენ. ჩვენც მათთან ერთად ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს, ეს არის მნიშვნელოვანი. მიმაჩნია, რომ ამ ძალის და საერთაშორისო პარტნიორების ერთობა აიძულებს ხელისუფლებას, რომ ისინი იზოლირებულად ვერ მართავენ ამ ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროტესტი, ეს მუხტი, რომელიც დღეს ქვეყანაშია, შედეგს გამოიღებს," - განაცხადა ხაზარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42