აშშ ვერასდროს შეეგუება საქართველოში არადემოკრატიულ რეჟიმს და ყოველთვის იქნება თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების უმთავრესი გარანტი - ახვლედიანი
პოლიტიკა - 19:51, 11 Nov, 2020     846

ევროპული საქართველოს წევრის, არმაზ ახლედიანის თქმით, საქართველო აშშ-სთვის კავკასიის რეგიონში რჩება ერთადერთ საიმედო საყრდენად, რომლის უმთავრესი პირობა არის საქართველოს მტკიცე ნაბიჯებით სვლა ევრო-ატლანტიკური გზით.

ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ივანიშვილის არადემოკრატიული მმართველობა ნოყიერი ნიადაგია საქართველოში კრემლის ინტერესების დასამკვიდრებლად. .

„პომპეო ჩამოდის საქართველოში! თითქოს რა უცნაური ვიზიტია - თითქოს რა დროს საქართველოა, როცა აშშ-ში ძალაუფლების გადაცემის მექანიზმია ჩართული, თანაც იქ არსებულ საკმაოდ არაორდინალურ პოსტსაარჩევნო გარემოში, კოვიდი კვლავ მძვინვარებს და ჩვენთან არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიც თითქოს სულაც არ უნდა იყოს მსოფლიოს პირველი დიპლომატის, ერთი შეხედვით, დაუგეგმავი ვიზიტისთვის საუკეთესოდ შერჩეული მომენტი!

მაშ, რა ხდება, რატომ ჩამოდის პომპეო?! დაკვირვებული თვალისთვის ყველაფერი ნათელია: აშშ (მით უფრო ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში) ვერ შეეგუება ჩვენი რეგიონის კრემლისთვის გადაბარებას, არადა, სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის სურათი ამ ეტაპზე სწორედ ასეთია, ბაქო და ერევანი კრემლის ამ ავანტიურის შედეგად, დიდი ხნით ექცევა მოსკოვის პირდაპირი გავლენის ქვეშ. ამ ვითარებაში

აშშ-თვის საქართველო რჩება ერთადერთ საიმედო საყრდენად რეგიონში. თუმცა ამის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ერთი უმთავრესი პირობა: საქართველოს მტკიცე ნაბიჯებით სვლა ევრო-ანტლანტიკური გზით, რაც შეუძლებელია ქვეყანაში რეალური დემოკრატიული პროცესის დაწყების გარეშე! ყველაფერი ნათელია: აშშ-თვის უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული, დასავლური ორიენტაციის მმართველობა და საზოგადოების კონსოლიდირებული ნდობა სამართლიანი არჩევნების შედეგად არჩეული ასეთი ხელისუფლების მიმართ! ივანიშვილის არადემოკრატიული მმართველობა საუკეთესო, ნოყიერი ნიადაგია საქართველოში კრემლის ინტერესების დასამკვიდრებლად. სწორედ ამიტომ, აშშ ვერასდროს შეეგუება საქართველოში არადემოკრატიულ რეჟიმს და ყოველთვის იქნება თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების უმთავრესი გარანტი!“ - განაცხადა ახვლედიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42