"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ხელისუფლების ზრახვებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ მმართველი გუნდი რეალურად შეაფასებს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და წამოვა დათმობებზე, მაშინ ოპოზიცია მოლაპარაკებებზე წავა:
"ხელისუფლება სიტყვა დიალოგს, იცის რა, ამ სიტყვას რაღაც მაგიური მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ კეკლუცობის მიზნით ხმარობს, ამის უკან კი მხოლოდ ძალადობა, დაჭერების ენა, მუქარისა და შანტაჟის ენა დგას, ამიტომ, თუ რეალურია მათი ზრახვები, იციან ჩვენი პირობები, ტელეფონიც იციან და, შესაბამისად, ჩვენ საუბარზე არასდროს უარი არ გვითქვამს. თუ დიალოგი არის სერიოზული და სერიოზულ განზრახვას ვხედავთ მთავრობის მხრიდან და ამას დაემატება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ბუნებრივია, ჩვენ მოლაპარაკებებზე წავალთ" - განაცხადა გიგი უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






