მათი თქმით, ხელისუფლებას 8 ნოემბრის აქციიდან საკუთარი გზავნილები უკვე გააგონეს და მათი მოთხოვნები თუ პირობები უცვლელი რჩება და თუ დიალოგი 2-3 მანდატზე სავაჭროდ უნდა გაიმართოს ოპოზიცია ამაზე წამსვლელი არაა.
ენმ-ს ერთ-ერთი წევრი, ზაალ უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მაიკ პომპეოს ვიზიტიზე შეიტყო და ახლა ცდილობენ, რომ შეერთებული შტატების მდივანს უპატაკონ, რომ თითქოს ოპოზიციას დიალოგს სთავაზობენ.
"მაიკ პომპეოს ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი და ახლა ცდილობენ, რომ შეერთებული შტატების მდივანს უპატაკონ, რომ ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციას დიალოგს. ჩვენ ვხედავთ რეალურად რა ხდება, ხელის გადაგრეხვის პრინციპით გვესაუბრებიან. სუს-ში საქმეა აღძრული სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, მეორე მხრივ ოპოზიციურ პარტიებს ემუქრებიან, რომ თუ პარლამენტში არ შემოხვალთ დაფინანსებას შეგიწყვიტავთ", - განაცხადა უდუმაშვილმა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია, არც შეიცვლება და ოპოზიცია ამ საკითხში ერთიანია.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მომდევნო აქცია შაბათს, 14 ნოემბერს, 3 საათზე, რუსთაველის გამზირზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






