ოპოზიციური გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ნიუპოსტთან საუბარში შესაძლო მოლაპარაკებებსა და ამ მოპალარაკებების პარალელურად ქუჩის აქციების გაგრძელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ხალხის პროტესტმა ივანიშვილს დათმობაზე წასვლა უნდა აიძულოს და ხელახალი არჩევნები უნდა დანიშნოს:
"დღეს ქვეყანაში არის ასეთი მოცემულობა - გვყავს არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური ხელიფულება იმიტომ, რომ პარლამენტი ირჩევს მთავრობას და როდესაც პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, ყველა შემდგომი ინსტიტუტი კარგავს ლეგიტიმაციას და ეს შედეგი მივიღეთ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული არჩევნების ფონზე. დღეს ოპოზიციის მთავარ ამოცანას წარმოადგენს სწორედ ხელისუფლების დაბრუნება კონსტიტუციის ჩარჩოებში, ლეგიტიმურ რელსებზე, ეს კი მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი - თუ დაინიშნება ხელახალი არჩევნები, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის რეალურ ნებას. გეგმა ნათელია - მაშინ როდესაც დააბრუნებ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, რაც ბიძინა ივანიშვილს აიძულებს, წავიდეს დათმობაზე. მიდის საუბარი მოლაპარაკებებზე, მე ვიტყვი მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს და ყოველთვისაა შედეგზე ორიენტრიებული, თუ იქნება შედეგი, ბუნებრივია, მოლაპარაკებებზე წასვლა შეიძლება, მაგრამ ამის პარალელურად ქუჩის პროტესტი გაგრძელდება იმიტომ, რომ ამ პროტესტს არ ვწყვეტთ ჩვენ, პოლიტიკური ოპოზიცია. ეს პროტესტი არის ხალხის პროტესტი და ეს, ბუნებრივია, შენარჩუნდება და შეწყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ინებებს კეთილს და დათმობს იმ უმთავრესს - დაუბრუნოს ხალხს არჩევანის უფლება" - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






