დიალოგი ოპოზიციასთან და რეაგირება დარღვევებზე - ევროპარლამენტარების მიმართვა ივანიშვილის გუნდს
პოლიტიკა - 16:15, 11 Nov, 2020     1697

ევროპარლამენტარები, ანდიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენი და ლიტველი პარლამენტარი, ზიგმანტას პავილიონისი, საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:

"ჩვენ ყოველთვის ვიყავით საქართველოს მტკიცე მხარდამჭერები, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიის და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების.

სიტუაცია, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, ჩვენთვის შემაშფოთებელია. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და ამომრჩევლებს ასარჩევად ჰქონდათ რეალური ალტერნატივა, არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩევლებზე ზეწოლის გავრცელებულმა ბრალდებებმა, ყველა დამკვირვებელი ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ბუნდოვანი ხაზი იყო კამპანიის დროსა და არჩევნების დღეს, რამაც, შედეგად, შეამცირა საზოგადოებრივი ნდობა.

სიტუაციას ამძიმებს ის ინფორმაცია, რომ ორივეს, ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ფაქტობრივად უარი ეთქვათ დასაბუთებულ მოთხოვნებსა და საჩივრების სამართლიანი განხილვისა და არსებული ინსტიტუციებისადმი მიმართვის შესაძლებლობაზე. ყველასა და ნებისმიერი საჩივრის სამართლიანი და გამჭვირვალე განხილვა კვლავ რჩება ქართველი პოლიტიკოსებისა და ხალხს შორის ნდობის დამყარების წინაპირობად.

საქართველოს მთავრობას მმართველ პარტიასთან ერთად პასუხისმგებლობა აქვს უპასუხოს ამ მკაფიო პრობლემებს და ოპოზიციასთან დაუყოვნებლივ დაიწყოს დიალოგი და იპოვონ სწრაფი გამოსავალი ქართული დემოკრატიის ამ რთული მომენტისთვის.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საიმედო და ინკლუზიური იურიდიული პროცესისკენ დასაბუთებული საარჩევნო დარღვევების გამოსწორების მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა ნების დაცვა. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც თავიანთი სადამკვირვებლო მისიებით ესწრებოდნენ არჩევნების პირველ ტურს (განსაკუთრებით ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას), შეაფასონ საჩივრები და დარღვევების მტკიცებულებები და წარმოადგინონ საბოლოო დასკვნები.

ჩვენ გვაქვს ნდობა, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს იურიდიულ საშუალებებს დემოკრატიულ პროცესებში, რაც საქართველომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ააშენა, იმისთვის, რომ შეფასდეს საჩივრები და მტკიცებულებები არჩევნების დარღვევებსა და რომ მოიძებნოს ინკლუზიური დიალოგი ოპოზიციასა და ხალხთან, რომელიც ქუჩებში აპროტესტებს.

ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ და ამ დიალოგში კონსტრუქციული როლი ვითამაშოთ. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეზღუდონ პოლიციური ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და არ მოახდინონ ქუჩებში ძალადობის პროვოცირება.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური მდგრადობა და მთავრობის ერთიანობა, რათა გააგრძელოს თავისი ამბიციური ევროპული დღის წესრიგი. ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მხარეს, რომ სასწრაფოდ აიღონ პასუხისმგებლობა რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო თავის ძალისხმევის კონცენტრირებას მოახდენს ევროინტეგრაციისკენ და ეყოლება პარლამენტი, რომელსაც აქვს ფართო ლეგიტიმაცია და შეუძლია გაუმკლავდეს უახლოეს გამოწვევებს" – წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42