"გუბერნატორმა გადაგვაგდო" - იმერეთში გიგანტური ჰესის წინააღმდეგ აქციები არ წყდება
პოლიტიკა - 16:35, 11 Nov, 2020     836
ნამახვანჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე ადგილობრივები მე-18 დღეა საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც , მათ პოლიციის უფროსი დაპირდა დღეს იმერეთის გუბერნატორი უნდა ჩამოსულიყო, თუმცა ზვიად შალამბერიძე ადგილზე არ ჩავიდა.

აქციის მონაწილეები მხარის რწმუნებულს შეთანხმების დარღვევში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, გუბერნატორი აქციაზე ერთადერთი მიზეზით არ მიდის - იგი საკითხის მიმართ არაკომპეტენტურია და ამის დემონსტრირება არ სურს.

"ჩვენი პოლიციის უფროსს, კოკა მაისურაძეს, აქვს პირობა დადებული, რომ დღეს აქ უნდა ჩამოსულიყო გუბერნატორი. ეს არის ადამიანების მასხრად აგდება. ჩვეულებრივად გადაგვაგდო და იქედან გვითვლის გინდ 5, გინდ 10 კაცი მოდითო. წარმოდგენა არ აქვს რა ხდება აქ, არაფერზე პასუხი არ აქვს და სწორედ ამიტომ არ უნდა მოსვლა. გვიბარებს კაბინეტში, რომ ილაპარაკოს იმაზე, თუ რა სიკეთეები მოაქვს ჰესს. ამ გადაგდებას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. გადავკეტავთ გზას და ტექნიკას არ მივცემთ გადაადგილების საშუალებას", - ამბობს მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წარმომადგენელი და საპროტესტო აქციების ერთერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი.

აქციის მონაწილეების თქმით, ორი დღის წინ ასევე მიიღეს დაპირება, რომ სამუშაოები შეჩერდებოდა, თუმცა, კვლავ მოტყუებული დარჩნენ. თურქული კომპანია ადგილზე მოსამზადებელ სამუშაოებს აგრძელებს.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აქციის მონაწილეებთან შეთანხმებას უარყოფენ და ირწმუნებიან, რომ გუბერნატორი მზადაა ნებისმიერ მოქალაქეს შეხვდეს, მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42