ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ქართველი ხალხისთვის არჩევნების დაბრუნება - ბაჩუკი ქარდავა პომპეოს ვიზიტზე
პოლიტიკა - 16:06, 11 Nov, 2020     628
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს დაგეგმილ ვიზიტს აფასებს და აცხადებს, რომ მაღალი რანგის წარმომადგენლის ჩამოსვლა არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ უმიზეზოდ არ ხდება. ქარდავას განმარტებით, დემოკრატიული სახელმწიფოს წარმომადგენელი საქართველოსგანაც დემოკრატიულ პროცესებსა და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, რაც პირველ რიგში ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამოვლენას ნიშნავს:

"ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა დემოკრატიულ მსოფლიოში და მისი სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ამ ფონზე, როდესაც არჩევნები გაყალბდა და, ფაქტობრივად, ხელისუფლება არ არსებობს და პროცესები მიმდინარეობს ქუჩაში, ალბათ ლოგიკურია და ბუნებრივია, რომ მაღალი რანგის სტუმარი ჩამოდის აშშ-დან. ეს უკავშირდება საქართველოში დემოკრატიული პროცესების დაბრუნების სურვილს. ეს ადამიანები არიან დემოკრატიის ერთგულნი და, ბუნებრივია, ამას მოითხოვენ საქართველოსგანაც. ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატიის განვითარება არის უკეთესი მომავლის ერთადერთი შანსი, არჩევნების გარეშე კი დემოკრატია არ არსებობს, ასე, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ქართველი ხალხისთვის არჩევნების დაბრუნება - ვფიქრობ, სწორედ ამაზე იქნება საუბარი მაიკ პომპეოსთან გამართულ შეხვედრაზე. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უკეთ უნდა გაიგონ და დაინახონ, რა ხდება ქვეყანაში" - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შესახებ, რომელიც 17-18 ნოემბერს იგეგმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42