ერთ-ერთი უბნის შესწორებულ ოქმზე გაყალბებული ხელმოწერებია - ვაკე-საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი სხდომა ოპოზიციის წევრებმა დატოვეს
პოლიტიკა - 16:09, 11 Nov, 2020     665

“ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ვაკე-საბურთალოს საოლქო კომისიის შემაჯამებელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, დავით ნებიერიძემ, განაცხადა, რომ ერთ-ერთი უბნის შესწორებულ ოქმზე გაყალბებული ხელმოწერებია.

“ საბოლოო ჯამში, გარდა იმ უამრავი დარღვევისა, ყველაზე აღმაშფოთებელი და ყველაზე თავხედური, რაც ახლა გაფორმდა არის ის, რომ ყველა კომისიის წევრმა აღიარა, რომ ერთ-ერთი უბნის შესწორების ოქმზე არის გაყალბებული ხელმოწერები, ანუ უბნის კომისიის თავმჯდომარემ თვითონ მოაწერა ხელი შესწორების ოქმში კომისიის წევრების ნაცვლად და დაარტყა ოლქის ბეჭედი და არა საკუთარი უბნის ბეჭედი და დღეს თამაზ ფოლადაშვილი აპირებს, რომ ამ სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოსცეს შემაჯამებელი ოქმი, რაც თავის თავად ფოლადაშვილსაც ხდის სისხლის სამართლის დამნაშავეს”,- განაცხადა ნებიერიძემ.

შეგახსნებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები დღეს ბოლო სხდომებს მართავენ. სხდომებზე კომისიები კენჭისყრის შედეგებს შეაჯამებენ და პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებულ მონაცემებს შემაჯამებელ ოქმებში შეიტანენ. ამით საოლქო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის შედეგების დასაჯამებლად განკუთვნილი ვადა ეწურებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42