ნინო ბურჯანაძე: პომპეოს ვიზიტისას უნდა ჩატარდეს აქცია, სადაც ქართველი ხალხი თავის ნებას კიდევ ერთხელ დაანახებს მაღალ ამერიკელ სტუმარს
პოლიტიკა - 14:56, 11 Nov, 2020     857
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება.

ბურჯანაძის თქმით, მაიკლ პომპეუს ვიზიტი რეგიონსა და საქართველოში ძალიან დიდი პოლიტიკური მოვლენაა.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იმედოვნებს რომ აშშ-ის მაღალჩინოსნის ვიზიტი იქნება სერიოზული სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ მიუხედავად მსოფლიოში არსებული სირთულეებისა, საქართველო არ ავიწყდება დასავლეთს:

"ბუნებრივია, ამერიკის შეერთებული შტატების მეორე პირის ვიზიტი რეგიონსა და ქვეყანაში ყოველთვის ყველა ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან სერიოზული პოლიტიკური მოვლენაა, მით უფრო მაშინ, როცა კავკასიაში ომი და ძალიან მძიმე ვითარება იყო.

ჩვენ ქვეყანაშიც არჩევნების შემდეგ რთული პოლიტიკური პროცესია. ასე რომ მივესალმები ასეთი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსის ჩამოსვლას საქართველოში და იმედი მაქვს, რომ მისი ვიზიტი იქნება სერიოზული სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ მიუხედავად მსოფლიოში არსებული სირთულეებისა, საქართველო არ ავიწყდება დასავლეთს და არ ავიწყდება ის, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული და ცივილიზებული ქვეყანა" - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარეს არ უკვირს, რომ პომპეოს ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მაღალჩინოსანი ოპოზიციას ვერ შეხვდება.

ნინო ბურჯანაძის განმარტებით, მსგავს შეხვედრებს წინასწარ მომზადება უნდა:

"ასეთ ვითარებაში, როცა ასეთი კრიზისია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რა თქმა უნდა ასეთი რანგის ადამიანთან შეხვედრას წინასწარი მომზადება უნდა. მაშინ უნდა იყოს წინასწარი შეთანხმების კომპორომისების ფორმულები ან ერთი ან მეორე მხრიდან და შემდეგ ამ შეხვედრას რაღაც კონკრეტული ნაბიჯი უნდა მოჰყვეს.

რადგან პომპეოს ვიზიტი მოულოდნელად, სპონტანურად გახმაურდა ჩვენთვის, დიდი ალბათობით ოპოზიციასთან შეხვედრა არ იქნება და ეს არ მიკვირს"- დასძინა ბურჯანაძემ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე თვლის, რომ პომპეოს ვიზიტის პარალელურად საქართველოში მშვიდობიანი აქცია უნდა გაიმართოს, რომელითაც ამომრჩეველი თავის ნებას ამერიკელ მაღალჩინოსანს კიდევ ერთხელ ამ ფორმით დაანახებს:

"ერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, ვიზიტის დღეს უნდა ჩატარდეს მშვიდობიანი აქცია, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, სადაც ქართველი ხალხი თავის ნებას კიდევ ერთხელ დაანახებს ამერიკელ მაღალჩინოსანს. მიმაჩნია, რომ ეს იქნება სწორი"- თქვა ჟურნალისტებთან ნინო ბურჯანაძემ და შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ "აქცია მაიკლ პომპეოს კი არ მოუწყობენ, აქცია უნდა გაიმართოს იმისთვის, რომ თავისუფალი არჩევნების მოპოვების განწყობა დავანახოთ ამერიკელ სტუმარს".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42