მიხაილო დოთუას დაპატიმრება დაუსაბუთებელი და უსამართლო იქნება - EMC
პოლიტიკა - 14:40, 11 Nov, 2020     906

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ამბობს, რომ მუსიკოსის, მიხაილო დოთუას, მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება არის დაუსაბუთებელი და უსამართლო.

აქვე, მიხაილოს მიმართ შინაპატიმრობის გაუქმების და საპატიმრო სასჯელის გამოყენების საკითხს დღეს, 11 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

"EMC სასამართლოში წარმოადგენს მიხაილოს ინტერესებს და მიაჩნია, რომ თბილისის პრობაციის ბიუროს მოთხოვნა, მიხაილოს მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენების თაობაზე, არის დაუსაბუთებელი და უსამართლო. მუსიკის დარგში საქმიანობა პირდაპირ ემსახურება მიხაილოს რესოციალიზაციის მიზნებს და მნიშვნელოვანია, რომ ჩაითვალოს საპატიო გარემოებად. წარდგინების დაკმაყოფილება და სასჯელის მოსახდელად კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება ბუნებრივია, ხელს შეუშლის მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესს და უმძიმეს ეფექტს იქონიებს პირადად მასზე და მისი ოჯახის წევრებზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მიხაილოს ადვოკატი, ქეთი ჩუთლაშვილი ,"მთავარ არხთან" საუბრისას ამბობს, რომ მიხაილო პარტიულ შეკრებაზე უკრავდა, შესაბამისად, პრობლემა არ უნდა იყოს.

"პრობაციის ბიურო არ ითვალისწინებს, რომ მიხაილო პარტიულ შეკრებაზე უკრავდა. შესაბამისად, პრობლემა არ უნდა იყოს, რომ ის 22:00 საათის შემდეგ საკუთარ პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა". - განაცხადა ადვოკატმა.

შესაძლო პატიმრობასთან დაკავშირებით მუსიკოსი სოციალურ ქსელშ თავად ავრცელებსპოსტს, სადაც მიხაილო ამბობს, რომ ის პრობაციის ბიუროსთან შეთანხმებით კანონიერად საქმიანობდა. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია უწყების არგუმენტაცია.

"განთავისუფლების შემდეგ მივმართე პრობაციის ბიუროს თხოვნით, მოეცათ უფლება მეწარმოებინა ჩემი პროფესიული საქმიანობა. მთელი წლის განმავლობაში აღმოჩნდა რომ 28 ივენთში მიმიღია მონაწილეობა და აქედან არა საპატიოდ მეთვლება დღე, როდესაც გირჩის მიერ ორგანიზებულ საღამოში დავუკარი და ასევე მის წინ ჩატარებული ღონისძიება. მიზეზი აღმოჩნდა 16 ოქტომბერს ძალაში შესული პრემიერის ბრძანება რომელიც კრძალავს 22:00 შემდეგ თავშეყრას, გარდა საარჩევნო ღონისძიებისა. მიუხედავად იმისა, რომ 16 ოქტომბერს გამოიცა პრემიერის განკარგულება არც 13/14 ოქტომბერს და არც 17/18 ოქტომბერს არ მითვლიან საპატიოდ, მიუხედავად იმისა რომ კანონიერი იყო ყველაფერი," - წერს მიხაილო.

შეგახსენებთ, რომ მიხაილო თოდუა 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საპროცესო შეთანხმების შეთავაზების მიუხედავად, 20 000 ლარის არქონის გამო სასჯელს ციხეში იხდიდა. 6 წელი ციხეში ყოფნის შემდეგ, 2019 წელს მან საპატიმრო დატოვა და სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42