პროტესტი გაგრძელდება და ამ პროტესტის ყველაზე მინიმალური შედეგი იქნება ის, რომ ივანიშვილს ექნება ერთპარტიული, ჩრდილოკორეული პარლამენტი - კაპანაძე
პოლიტიკა - 14:04, 11 Nov, 2020     524

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, ოპოზიცია გააგრძელებს საპროტესტო აქციებს იმისთვის, რომ გაყალბებული არჩევნები არ შედგეს, თუმცა ამავდროულად, კაპანაძემ აღნიშნა, რომ ისინი, საერთაშორიოს პარტნიორების ჩართულობით მზად არიან დიალოგისთვის, რომლის მთავარი თემაც ახალი არჩევნების ჩატარება იქნება.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ პროტესტი გაგრძლედება და ამ პროტესტის ყველაზე მინიმალური შედეგი იქნება ის, რომ ივანიშვილის ექმება ერთპარტიული, ჩრდილოკორეული პარლამენტი.

კაპანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მოწოდებები დიალოგთან დაკავშირებით ჯერ მხოლოდ სიტყვებია და მათი მხრიდან არცერთი კონკრეტული გადადგმული ნაბიჯი არ ყოფილა.

„ოპოზიციური პარტიები შეთანხმებული ვართ, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს გაყალბებული არჩევნები არ შედგეს და ამის შედეგად არ დაკომპლექტდეს პარლამენტი, რომელსაც ლეგიტიმურობა არ გააჩნია. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან მანიფესტაციებს, რაც არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება და ამას გავაკეთებთ ამ კვირაშიც და მომდევნო კვირებშიც.

მნიშვნელოვანია,რომ ადამიანები, რომლებსაც გაუყალბეს არჩევნები, ქუჩაში გამოვიდნენ და ქუჩიდან დაანახონ ივანიშვილს, რომ ასე არ ხდება და ასე ვერ მიითვისებს ხალხის არჩევანს, ოღონდ პარალელურად, როგორც პირველ მიტინგზე გავაკეთეთ განცხადება, ჩვენ მზად ვართ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით იმ მთავარ საკითხზე, რასაც ჰქვია ახალი არჩევნების ჩატარება. ეს ორი სტრატეგია ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.

პროტესტი გაგრძელდება და ამ პროტესტის ყველაზე მინიმალური შედეგი იქნება ის, რომ ივანიშვილს ექნება ერთპარტიული, ჩრდილოკორეული პარლამენტი. ჩვენ შევეცდებით ყველაფერს, რომ როგორც გარეთ პროტესტის გზით, ისე ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკების გზით, ის დავაყენოთ სწორ გზაზე და საღი აზრის ფარგლებში, გადავადგმევინოთ ნაბიჯი, რაც გულისხმობს ისეთი არჩევნების ხელახლა ჩატარებას, რომელშიც ხალხის აზრი იქნება დაცული.

„ხელისუფლების მხრიდან გვესმოდა, რომ არაფერზე წამოვიდოდნენ, მაგრამ ჩვენ როდესაც გავაკეთეთ მოწოდება, რომ გვინდოდა დიალოგი, მეორე დღეს მათაც დაადასტურეს, რომ დიალოგი შეიძლებოდა ყოფილიყო გამოსავალი, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ სიტყვებია მათი მხრიდან, ჯერ არ გვინახავს მათი მხრიდან არც კონკრეტული ნაბიჯი გადადგმული და არც რაიმე კონკრეტულ თემაზე დათმობა. თუ მეორე მხრიდან მზაობა არ იქნა, მარტო იმაზე საუბარი, რომ მათ დიალოგი უნდათ და ამას არანაირი ნაბიჯის გადადგმა არ მოჰყვა, ძალიან მალე გამოჩნდება და ყველა გაიგებს, რომ ეს არის ფარისევლობა“, - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42