ის იურიდიული გზა, რომელიც აქამდე არსებობდა, პრაქტიკულად დღეს დაიხურა და სასამართლომ 99%-ში არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხვოვნა, რომ გადათვლილიყო უბნები - კაპანაძე
პოლიტიკა - 13:37, 11 Nov, 2020     563

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეტანილ სარჩელებზე საუბრობს საოლქო კომისიებსა და სასამართლოში.

კაპანაძის თქმით, სარჩელების 99%, რომელიც იყო შეტანილი პოლიტიკური პარტიებისა და არსამათავრობო ორგანიზაციების მიერ, უბნების გადათვლასთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდა.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ უბნებზე, სადაც მკაფიოდ იყო დისბალანსი და არსებობდა ე.წ კარუსელების ეჭვი, საოლქო კომისიებმა ამის გადათვლაზე უარი თქვეს. კაპანაძის თქმით, ის იურიდიული გზა, რომელიც ჰქონდათ პოლიტიკურ პარტიებს, დღეს დაიხურა და სასამართლომ 99%-ში არ დააკმაყოფილა არც პოლიტიკური პარტიების და არც არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო დღეებში სასამართლოებმა დაამთავრეს განხილვა იმ საჩივრების, რომელიც შეტანილი იქნა პოლიტიკური პარტიების, მათ შორის ევროპული საქართველოს მიერ, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ 99% ამ სარჩელების არ იქნა დაკმაყოფილებული.

ანუ რეალურად, ის იურიდიული გზა, რომელიც არსებობს კანონში გათვალისწინებული და რომელიც აირჩია ევროპულმა საქართველომ და ასევე სხვა ოპოზიურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პრაქტიკულად დამთავრდა წარუმატებლად, გამოდინარე იქედან, რომ აბსოლიტურ უმრავლესობაში იმ უბნებზე, სადაც გვქონდა სრულის საფუძველი გვევარაუდა, რომ ან ბიულეტენები აკლდა ან ბიულეტენები იყო ზედმატად ჩაყრილი, სადაც არ ბალანსდებოდა ოქმები, რომ იქ ყოფილიყო გადათვლა ან მომხდარიყო ამის გაუქმება, თითქმის ყველგან გვითხრეს უარი.

ეხლა მინდა 2 მაგალითი მოგიყვანოთ, თუ რა შემთხვევებზე აქვთ უარი ნათქვამი და რეალურად რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ აქედან. 22-ე ოლქის 57-ე უბანი, სადაც არის ძალიან საინტერესო შემთხვევა, 202 ხელმოწერა არის ზედმეტი. ანუ 202-ით მეტი ადამიანი მივიდა არჩევნებზე, ვიდრე იპოვეს ბიულეტენი.

ბუნებრივია, ასეთი უბანი რომ გაუქმდეს, ან გადაითვალოს არის ძალიან ლოგიკური, ეს იყო მოთხოვნილი პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, სასამართლომ თქვა უარი ასეთი უბნის გადათვლაზე.

ჩემს ხელთ არის ასეთი ძალიან ბევრი უბანი, სადაც ზედმეტია ათეულობით ხელმოწერა. ამ უბნებში აშკარაა, რომ ორი რამ ხდებოდა, ან იყო კარუსელები, როდესაც ცარიელი ბიულეტენები გაჰქონდათ, ან უბრალოდ ხმები, რომლებიც მიიღო რომელიმე ოპოზიცურმა პარტიამ, არის დაკლებული და ამიტომ არის ამხელა სხვაობა.

ამ ყველა უბნის გადათვლაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ინტერესი და სასამართლო ამ შემთხვევაში ხელისუფლების გაგრძლელებას წარმოადგენს ამ საქმეში, რომ სიმართლე დადგენილიყო ლეგალური გზით.

ჩვენ ასევე გვაქვს შემთხვევა 73-ე უბანზე, საბურთალოზე, სადაც ჩვენ მოვითხოვეთ გადათვლა, საუბნო კომისიამ გვითხრა უარი, შემდეგ სასამართლომ საჩვენებლად დააკმაყოფილა გადათვლის მოთხოვნა და როდესაც გაიხსნა, აღმოჩნდა, რომ ევროპული საქართველოს 35 ბიულეტენი იყო სხვა პარტიაზე დამატებული.

პრაქტიკულად, ეს იურიდიული პროცესი დასრულდა გუშინ, დღეს საოლქოები შეაჯამებენ ოლქებს, ევროპული საქართველო არ აპირებს, რომ ხელი მოაწეროს ამ შემაჯამებელ ოქმებს და მათაც გაასაჩივრებს ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რო ის იურიდიული გზა, რომელიც აქამდე არსებობდა, პრაქტიკულად დღეს დაიხურა და სასამართლოებმა 99%-ში არ დააკმაყოფილა არც პოლიტიკური ძალების და არც არასამათვრო ორგანიზაციების მოთხოვნა, რომ უბნები ყოფილიყო ან გახსნილი, ან გადათვლილი.“ - განაცხადა კაპაანძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42