ქველაძეები დღეს, 11 ნოემბერს პოლიციაში იყვნენ მისულები, მათ სურდათ გაგეოთ რა მუხლით აღიძრა საქმე, თუმცა პოლიციის არცერთი მაღალჩინოსანი მათ არ შეხვდა.
"პოლიცია მფარველოს კირიმინალებს, თვითონ უყურა გუშინ პოლიციის უფროსის მოადგილე სიგუამ როგორ იდგნენ და გვაგინებდნენ, ეს კრიმინალები და სახლში დაგვესხნენ, აი პოლიცია, კაციშვილი არაა", - განაცხადა გივი ქველაძემ.
ენმ-ს ერთ-ერთი წევრი, ლაშა ქველაძე ამბობს, რომ პოლიციაში არცერთი პასუხისმგებელი პირი მათ არ ხვდება და ეს უკვე არა უმოქმედობა, არამედ კრიმინალების მფარველობაა.
ოჯახმა ყველა ის პირი ამოიცნო, რომლებიც მათ სახლთან იმყოფებოდნენ და პირველადი გამოკითხვის დროს ისინი პოლიციასთანაც დაასახელა, თუმცა დაკავებული ჯერ ისევ არავინაა.
ცნობისთვის, ყველა მათაგანი 29 სექტემბრის დაპირისპირების მონაწილეა, როცა სასტიკაც სცემეს მამა-შვილი მამა-შვილი ქველაძეები და "მთავარი არხის" ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი, თუმცა მომხდარის გამო ამ დრომდე არავინ დასჯილა. უფრო მეტიც, მარნეულის პოლიციამ დაკითხვაზე მისული ლაშა ქველაძე დააკავა და ძალადობაში დაადანაშაულა.
მოგვიანებით, კი ქველაძე ბოლნისის სასამართლომ მოგვიანებით, 3 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.
მასალის გამოყენების პირობები






