"ოპოზიციის პოლიტიკური უპასუხისმგებლობა ქვეყანას ეპიდემიოლოგიურად ძვირი დაუჯდება და შესაძლოა საქართველოში "იტალიური სცენარი" მივიღოთ" - ხუნდაძე
პოლიტიკა - 11:48, 11 Nov, 2020     652

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრი, დიმიტრი ხუნდაძე, ეხმაურება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და აცხადებს, რომ ოპოზიციის პოლიტიკური უპასუხისმგებლობა ქვეყანას ეპიდემიოლოგიურად ძვირი დაუჯდება .

ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის უსაფუძვლო მოთხოვნა, ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე, პანდემიის გამწვავების ფონზე "იტალიური სცენარის" საფუძველი გახდება.

"ოპოზიციის პოლიტიკური უპასუხისმგებლობა ქვეყანას ეპიდემიოლოგიურად ძვირი დაუჯდება და შესაძლოა საქართველოში "იტალიური სცენარი" მივიღოთ.

ოპოზიცია საზოგადოებას ფინალურ აურზაურს სთავაზობს,თანაც იმ დროს,როცა საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად კორონავირუსს მისი გავრცელების მეორე ტალღის პიკურ ფაზაში ებრძვის.

საკოორდინაციო საბჭო ცდილობს, მაქსიმალური დატვირთვა აარიდოს ჯანდაცვის სექტორს, რომელიც, პრაქტიკულად, ბრძოლის წინა ხაზს წარმოადგენს. მობილიზება უკეთდება სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებს, არა მომუშავე მედპერსონალს, რომ დაეხმარონ მოქმედ ექიმებს პაციენტების მართვაში. პოლიცია მაქსიმუმს აკეთებს, ზიანის გარეშე დაიცვას წესრიგი. მობილიზება უკეთდება ქვეყანაში მარაგებს. აქტიური კომუნიკაციაა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ფინანსების მოსაზიდად. მიმდინარეობს მუშაობა შესაძლო ვაქცინის უსწრაფეს შემოტანაზე ქვეყანაში. უპასუხისმგებლო ოპოზიცია კი დესტრუქციის გზით ხელისუფლებაში დაბრუნების ცდუნებით სამსხვერპლოზე უშვებს საკუთარ მომხრეებს, რომლებიც რამდენიმე დღეში საკუთარი თავის და უმრავლესობის ეპიდემიოლოგიურ საფრთხედ წარმოჩინდება. მათი უსაფუძვლო მოთხოვნა კი, ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე, მით უმეტეს, პანდემიის გამწვავების ფაზაში, შესაძლოა, "იტალიური სცენარის" საფუძველი გახდეს. ჩვენი ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს",- აცხადებს ხუნდაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42