რუსთაველზე აქციაზე დაკავებუკუ სირცხვილიას აქტივისტების, ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესები 11 ნოემბრისთვის გადაიდო. აქციაზე დაკავებულ კიდევ ერთ აქტივისტს, ლექსო მაჭავარიანს სასამართლომ 1 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
სამივე მათგანის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
როგორც ჟურნალისტებთან, გიორგი მჟავანაძემ თქვა, ბრალდების მხარეს არ აქვს ნანახი ვიდეოკადრები, რომელიც პროცესზე მიიტანა. გარდა ამისა, იგი აღნიშნავს, რომ მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.
"არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი. ამ მომენტშივე რაღაც ტიპის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მათ შორის ლექსო მაჭავარიანი რომ დაჯარიმდა, იყო პირდაპირ პოლიტიკური გადაწყვეტილება. მგონია, რომ ასეთივე გადაწყვეტილებით დასრულდება დანარჩენი პროცესებიც", -აღნიშნა მჟავანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






