საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში უკვე არავის, თვით "ქართული ოცნების" მომხრეებსაც კი, არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ 31 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა.
“საქართველოში არავის, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებსაც კი, არ ეპარებათ ეჭვი, რომ ივანიშვილმა მინიმუმ, 15-20% დაიმატა და მოიპარა ქართველი ხალხის ხმები. ამ ვითარებაში, როცა ყველანაირი მტკიცებულება გვაქვს არჩევნების გაყალბების, რა უნდა ვქნათ? ვუთხრათ დიქტატორს - მოდი, ეს მოპარული გქონდეს, გავაგრძელოთ ცხოვრება ჩვეულებრივად, თუ არ შევარჩინოთ ეს მოპარული ხმები? რა თქმა უნდა, მოლაპარაკება უნდა იყოს, მაგრამ არავის არაფერი არ უნდა შევარჩინოთ.
... მე მირეკავენ და აინტერესებთ, რა ხდება ქვეყანაში, რომელიც გამოცხადებული იყო დემოკრატიის შუქურად, რას ვპასუხობთ ამ ერთი გაუნათლებელი, ბნელი ადამიანის მიერ ხმების მიტაცებას, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილმა საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესები 2003 წლის მოვლენებს შეადარა და ორი ფაქტორი გამოჰყო.
“შევარდნაძე უფრო მაგრად იდგა, ვიდრე ესენი. ესენი არიან დაშინებული, შეშინებული და ჩვენ გვაქვს უამრავი მტკიცებულება, ბევრად მეტი, ვიდრე 2003 წელს, ვარდების რევოლუციის დროს: ქაღალდზე დაწერილი, ვიდეოზე გადაღებული”, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






