ენმ-ს წევრი , ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მილოცვა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებისადმი ნიშნავს იმას, რომ ის მადლობა უხდის რუსეთს, რაც ყოვლად მიუღებელია.
"ძალიან კარგი იქნება თუ ამ შემთხვევაში თავს შეიკავებდა ისეთი განცხადებებისგან, რომელიც აზიანებს მათ შორის არა მხოლოდ საქართველოს ევროპულსა და სტრატეგიულ ინტერესებს, არამედ რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკური ვითარების შეფასების კონტექსტს. არ შეიძლება, ამ შემთხვევაში როგორც მან დაწერა რუსეთს, როგორც ფასილიტატორსა და მედიატორს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი, გადაუხადო მადლობა. საერთოდ ვერ ერკვევა იმ კონტექსტში, რომელიც არის დღეს.
დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი 2 მოძმე ერი სახელმწიფო ამ მძიმე გეოპოლიტიკურ კრიზისს როგორმე მოერევიან. მაგრამ ის რომ სალომე ზურაბიშვილი მადლობას უხდის რუსეთს, ეს არის ყოვლად მიუღებელი, მათ შორის რეგიონისთვის", - განაცხადა დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






