კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უარს ვამბობთ პარლამენტში შევლასა და მეორე ტურებში მონაწილეობაზე - ბაქრაძე
პოლიტიკა - 17:36, 10 Nov, 2020     833

ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, დღეს ევროპულმა საქართველომ, გირჩმა, ლელომ და სტრატეგია აღმაშენებელმა მოაწერეს ხელი ერთობლივ დოკუმენტზე , რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის, რომ ისინი არ შევლენ პარლამენტში და არ მიიღებენ მონაწილეობას მეორე ტურებში.

ბაქრაძემ ასევე აღნიშა, რომ დოკუმენტით, ეს 4 პოლიტური ძალა ადასტურებს, რომ აქციები იქნება მშვიდობიანი და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროში, არ დაუშვან პოლიციის ახლო კონტაქტი ადამიანებთან. ბაქრაძემ ასევე მოუწოდა ყველა დემონსტრანტს, რომ არ შევიდნენ ფიზიკურ კონფრონტაციაში სამართალდამცავებთან, რადგან ეს იქნება მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესისგან გამიჯვნა.

დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ეს 4 ოპოზიციური პარტია მზად არის უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით შევიდნენ დიალოგში, რომელიც შეეხება საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე.

„დღეს შედგა პოლიტიკური კონსულტაციები 4 ოპოზიციურ პარტიას შორის, ესაა ევროპული საქართველო, გირჩი, ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი. ამ კონსულტაციებზე კიდევ ერთხელ შევთანხმდით სამ ძირითად პრინციპზე, რომლითაც ვაგრძელებთ ჩვენს ოპოზიციურ ბრძოლას.

პირველი, აქციები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი, ჩვენ დავინახეთ, რომ ცესკოსთან მიმდინარე აქციის ძალადობრივი დაშლით ამ ხელისუფლებამ მკაფიოდ აჩვენა, რომ ის მზად არის ქვეყანა ჩაითრიოს ძალადობასა და სამოქალაქო დაპირისპირებაში. ამის პასუხი ჩვენგან იქნება ძალიან მტკიცე , განგრძობითი აქციები, ოღონდ ეს აქციები იქნება მშვიდობიანი და არაძალადობრივი. ჩვენი ძალა არის მშვიდობიან აქციებში, ამიტომ, მივმართავ და მოვუწოდებ შსს-ს, არ დაუშვას პოლიციის ახლო კონტაქტი მოქალაქეებთან, მივმართავთ და მოვუწოდებთ ყველა დემონსტრანტს, არ შევიდეს ფიზიკურ კონფრონტაციაში პოლიციასთან., ვინაიდან, ნებისმიერი, ვინც ასე არ მოიქცევა, თავად გაემიჯნება მშვიდობიან პოლიტურ პროცესს.

მეორე, რაზეც ჩვენ შევთანხმდით, არის ის, რომ ჩვენ რათქმაუნდა მზად ვართ ჩვენი უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით შევიდეთ დიალოგის პროცესში, მაგრამ დიალოგი შეიძლება წარმოებდეს მხოლოდ საქართველოში ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარების თემაზე, სამართლიანი საარჩევნო ადმინისტრაციით და ძალადობისაგან თავისუფალი გარემოთი, რაც გულისხმობს პოლიტპატიმრების გამოშვებას და ქვეყანაში ზეწოლისა და ძალადობრივი ჯგუფების დაშლას.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უარს ვამბობთ პარლამენტში შევლასა და მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

ეს სამი ძირითადი პრინციპი კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ოთხმა პოლიტკურმა პარტიამ, ამ დოკუმენტს უკვე გავაცნობთ სხვა პარტიებს და იმედი გვაქვს, რომ სხვა პარტიებიც გაიზიარებენ ამ დოკუმენტში ასახულ ძირითად პრინციპებს.“ - განაცხადა ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42