არავინაა დიალოგის წინააღმდეგი, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება მშვიდობიანი აქციების პარალელურად - ნიკა მელია
პოლიტიკა - 16:21, 10 Nov, 2020     831
ერთიანი ოპოზიციის ლიდერმა ნიკა მელიამ გრიგოლ ვაშაძის მიმართვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რომელიც მხოლოდ დიალოგის რეჟიმით ვერ ჩატარდება. მისი თქმით, აუცილებელია მშვიდობიანი აქციები, რომელიც პერმანენტულ სახეს მიიღებს და რომლითაც ხალხი საბოლოო გამარჯვებას მოიპოვებს:
"როდესაც ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ვართ და ასეთი ეტაპია დღეს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც აუცილებლად დასრულდება ხალხის გამარჯვებით და ეს გამარჯვება განსაზღვრავს ამ ქვეყნის მომდევნო მინიმუმ 10 წელიწადს, ნებისმიერი განცხადების გაკეთების დროს უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით. თავისთავად, როდესაც განცხადება კეთდება და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ან უბრალოდ სხვადასხვანაირად კითხულობს მკითხველი ან ისმენს მსმენელი, ეს უკვე არ არის საუკეთესო განცხადება. მთავარი, რაც აქვს ფართო საზოგადოებას გაცხადებული, ეს არის ის მოთხოვნები, რომელიც გაცხადდა რუსთაველის გამზირზე, იქ, სადაც უნიკალური ერთობა არის სახეზე, სადაც გაერთიანდნენ განსხვავებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფები, თუმცა, აქვე შემიძლია დავძინო - პოლიტიკურ ჯგუფებს ჩვენ ერთმანეთს ვუწოდებთ, მაგრამ მე უკვე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სანამ პოლიტიკა არ კეთდება, პოლიტიკოსიც არ არსებობს. შეიძლება, რომ ექიმი იყო და სამედიცონო სფერო არ არსებნობდეს? ამიტომ, ჩვენ ვიბრძვით ქვეყანაში სამართლიანი არჩევნებისთვის კი არა უბრალოდ არჩევნების შესაძლებლობისთვის, სამართლიანი კი არა, უსამართლო არჩევნებიც არ ჩატარებულა 31 ოქტომბერს და ამას ხედავს ყველა.

ისტორიულად რუსთაველის გამზირზე გადაწყვეტილა ამ ქვეყნის ბედი - აი ასეთი სიმტკიცითა და ერთობით ხალხი გაიმარჯვებს.
მე არ მჩვევია ტყუილის თქმა, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის შესახებ არავინ არაფერი ვიცოდით. ძალიან სამწუხარო და გაუგებარია, მით უფრო, რომ არსებობს პრესსამსახური და არასოდეს ბატონ გრიგოლს არავითარი განცხადება არ გაუვრცელებია პრესსამსახურის გვერდის ავლით. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მან ეს გააკეთა. ძალიან სამწუხაროა, ადამიანურადაც გული დამწყვიტა. ეტყობა ყველას ვერ გაგვიგია, რა გამოწვევაა ქვეყანაში, ეტყობა ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, თუ რას ვსაუბრობთ ჩვენ რუსთაველზე, არავინაა დიალოგის წინააღმდეგი, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება მშვიდობიანი აქციების პარალელურად. დიალოგი კი გაიმართება მხოლოდ სამართლიანი არჩევნების კი არა უბრალოდ მხოლოდ არჩევნების ჩატარების მოპოვებასთან დაკავშირებით. ივანიშვილმა პოლიტიკა დაღუპა და ჩვენ ახლა ვიბრძვით პოლიტიკის გაცოცხლებისთვის" - განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ვაშაძემ დილით გაავრცელა განცხადება, სადაც პოლიტიკურ პარტიებს მიმართავდა და მიმდინარე კრიზისის მოლაპარაკების მაგიდასთან განხილვისკენ მოუწოდებდა. ვაშაძე თავის მიმართვაში საჩივრების განხილვის დასრულებას აუცილებლად მიიჩნევს. ენმ-ს თავმჯდომარე ცესკო-ს ხელმძღვანელის გადადგომის აუცილებლობაზეც საუბრობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42