"ლელო" ე.წ. კომენდანტის საათს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს - გადაადგილების უფლების შეზღუდვით გაყალბებულ არჩევნებს ფარავენ
პოლიტიკა - 14:58, 10 Nov, 2020     630
9 ნოემბერს ღამის 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე საქართველოს მთავრობის დადგენილებით კომენდანტის საათი ამოქმედდა. რომელიც მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების უფლებას უკრძალავს.

აღნიშნულ თემაზე "ლელო" ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ რეგულაცია არის ცალსახად არაკონსტიტუციური, რის გამოც პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და სარჩელთან ერთად აყენებენ შუამდგომლობას, რომ სასამართლომ შეაჩეროს კომენდანტის საათის მოქმედება

"ლელო" ერთ-ერთი ლიდერის თორნიკე ართქმელაძის თქმით, რეგულაცია არაკონსტიტუციურია რადგან პანდემიის დროს ადამიანებს გადაადგილების უფლება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს და პრეზიდენტის დეკრეტის გაცემის საფუძველზე ეზღუდებათ, რეგულაცია კი რომელიც კონკრეტულ საათებში მოქალაქეების გადაადგილების უფლებას კრძალავს არცერთს არ ითვალისწინებს.

"კანონი რომლის საფუძველზეც აღნიშნული რეგულაციაა მიღებული, მთავრობას არ აძლევს უფლებას შეზღუდოს პირების გადაადგილება, ასევე არ აძლევს უფლებას შეზღუდოს ადამიანების შეკრება და მანიფესტაცია. აღნიშნული რეგულაცია არის არაპროპორციული და არ ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. სარჩელთან ერთად ვითხოვთ, რომ შეჩერდეს კომენდანტის საათი. საკონსტიტუციო სასამართლოს კი მივმართავთ, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში დაასრულოს პროცესი და მიიღოს გადაწყვეტილება. საქართველოს მთავრობამ და უხეშად დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუცია," - განაცხადა ართქმელაძემ.

"კომენდანტის საათის გამოცხადება მიმართულია იმ ხალხის ხმების ჩასახშობად, ვინც აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას"- ამის შესახებ ბრიფინგზე "ლელო" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლანა გალდავამ ისაუბრა.

"ეპიდემია ღამის ათი საათის შემდეგ ნამდვილად არ აქტიურდება, ეს პირდაპირ მიმართულია იმ ადამიანების ხმების ჩახშობისკენ, რომლებიც აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს. მოსახლეობას მოპარეს ხმები და მისი დაბრუნების უფლებასაც ართმევენ. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს და დავიცავთ ხალხის ხმას,"- განაცხადა გალდავამ.

"ლელო" დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან სამუშიას თქმით, მთავრობამ საქართველოს კონსტიტუციას გვერდი აუარა და ამ ფორმით მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.

"სამწუხაროდ საქართველოს კონსტიტუციაზე წინ ბიძინა ივანიშვილის ნება დგას, სწორედ ივანიშვილის გამო მიიღეს არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება. კოვიდ პანდემიას მხოლოდ მოკავშირედ იყენებენ. ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, მაგრამ წინა გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ყველამ კარგად ვიცით, რომ სასამართლო არის ზეწოლის ქვეშ. სწორედ ივანიშვილის ნების გატარებაა, სასამართლოზე ზეწოლა, მისივე ნების გატარებაა, ადამიანების თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა. მთავრობა საერთოდ გავიდა სამართლებრივი სივრციდან და უარყოფენ საქართველოს კონსტიტუციას. საქართველოს მოსახლეობა ქვეყანაში, კონსტიტუციის ფარგლებში, ხმის და თავისუფლად, როგორც გადაადგილების ისე ცხოვრების უფლებას დაიბრუნებს,"- აღნიშნა სამუშიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42