"ქართული ოცნების“ სახეების ოთხი "მნიშვნელოვანი“ განცხადება ქვეყანაში არსებულ კრიზისზე
პოლიტიკა - 16:52, 10 Nov, 2020     1010

როგორ აღიქვამს „ქართული ოცნება“ საქართველოში შექმნილ ურთულეს ვითარებას – ეს ძალიან კარგადჩანს პარტიის სახეების განცხადებებიდან. გთავაზობთ ოქროს სამეულს.

პირველი ადგილი – პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე:

ამ შემთხვევაში კობახიძის ორი მარგალიტი გვაქვს, ერთი ცესკო–ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიაზე, რომლის გადადგომასაც ხალხი არჩევნების გაყალბებისთვის მოითხოვს:

"თამარ ჟვანიას ეკუთვნის ჯილდო შეურაცხყოფების მოთმინებისთვის... მათ შორის, რაც მან პირველ ღამეს მოითმინა. თქვენ ნახეთ აბსოლუტურად უკულტურო და მდარე ქცევა, რომლითაც გამოირჩეოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრები. თამარ ჟვანია იმასხურებს თანადგომას - არა ჩვენი მხრიდან, არამედ თითოეული მოქალაქისგან, ვის ინტერესშიც არის ხმების სათანადოდ დაცვა. რაც შეეხება უზუსტობებს, ეს ხდება ყველა არჩევნებზე", - ამბობს კობახიძე.

მეორე კი არჩევნებზე, რომელიც პოზიციამ კი არა, ოპოზიციამ გააყალბა (თურმე):

„95%-ზე მეტში არის მარტივი ტექნიკური შეცდომები, რაც შეეხება ბალანსის დასმას, ამასთან დაკავშირებით მე პირადად ჩავატარე ბრიფინგი, სადაც განვაცხადე იმის თაობაზე, თუ რას აპირებდა რადიკალური ოპოზიცია. მათ ჰყავთ საკუთარი რეგისტრატორები, კომისიის წევრები, ერთ-ერთი მათი ამოცანა იყო, რომ ხელი არ მოეწერინებინათ საკუთარი აქტივისტებისთვის, როგორც კი ერთი ხელმოწერა ვარდება სიაში მაშინვე ბალანსი აღარ ჯდება. მეორე მარტივი მანიპულაცია არის ის, რომ როდესაც შენი აქტივისტი შედის კაბინაში, ერთ ბიულეტენს იდებს ჯიბეში და ამ შემთხვევაში უკვე ბალანსი არ ჯდება. ამაზე წინასწარ განვაცხადეთ და ძირითადად ტექნიკურ უზუსტობებზე როცაა საუბარი იქ საქმე ეხება ერთი ხმის და ორი ხმის უზუსტობას... სადაც არის ტექნიკური ხარვეზი და ბალანსი დარღვეული, 1 და 2 ხმაში ეს ყველაფერი არის წინასწარ დაგეგმილი სცენარი, რაზეც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია და ეს ინფორმაცია 3 დღით ადრე მივაწოდეთ საზოგადოებას, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მეორე ადგილი ეკუთვნის პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, რომელიც თვლის, რომ ორი დღის წინ ხალხს „ცესკო–ში შევარდა ბიულეტენების გასანადგურებლად“ სურდა:

„ცესკო-ზე ძალადობრივი შეტევის მიზანი, სავარაუდოდ იყო ბიულეტენების განადგურება. ღამე მოხდა ეს ყველაფერი და ბიულეტენების განადგურების შემდეგ, მაღალი ალბათობით, ეს რადიკალური ოპოზიცია გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ცენტრალურ ოფისში დაცული ბიულეტენები აღარ არსებობს, არჩევნები აღარ არსებობს და უნდა ჩატარდეს თავიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კი საკითხზე განცხადების კეთებისას საპროტესტო აქციის მონაწილეები შეამკო და მათ „შპანა“ უწოდა:

„ორი საპროტესტო აქცია ვნახეთ, ერთი რუსთაველის გამზირზე, რომელიც მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, პოლიტიკურ ლიდერებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავიანთი მოსაზრება გამოეთქვათ. მეამაყება, რომ ამ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის უმაღლეს დონეზე აყვანილი და ამას ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს, მაგრამ მეორე ნაწილში დესტრუქციული ქმედებები ვიხილეთ, კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან და რაც ხდებოდა, მისაღები არ არის. დარწმუნებული ვარ, ეს ქვეყნის უმრავლესობას არ მოსწონს. სამართალდამცველების მხრიდან კანონის ფარგლებში იყო ქმედებები. ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. თუ ვინმეს კითხვები აქვს საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით, არსებობს სამართლებრივი გზები და კანონი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან ჟურნალისტის კითხვაზე: „კონკრეტულად, ვის გულისხმობთ დესტრუქციულ ძალებში“, კალაძემ უპასუხა: „კარგად ჩანდა მელია და მისი „შპანა“, ყველაფერი ძალიან კარგად ჩანდა“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42